Tuesday, December 11, 2012
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი მოვლენა ზოგჯერ კატასტროფული ხასიათის პროცესად გადაიქცევა. მაგალითად,დიდი რაოდენობით ნალექმა შესაძლებელია წყალდიდობა გამოიწვიოს,უეცარმა დათბობამ ზვავების გააქტიურება,წნევის რყევამ -დამანგრეველი სიძლიერის ქარი და ა.შ ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა და პროცესი გეოგრაფიულ სივრცეში ვითარდება. ამიტომ კატასტროფული ხასიათის ბუნებრივი მოვლენების გეოგრაფიული თავისებურების შესწავლასა და პროგნოზირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ბუნებრივი მოვლენებიდან და პროცესებიდან კატასტროფულია მიწისძვრა,ვულკანის ამოფრქვევა, მეწყერი,ზვავი,ტაიფუნი,წყალდიდობა და სხვ.თითოეული მათგანი სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებში ვითარდება და სხვადასხგვარი საშიშროებით ხასიათდება. მათ ერთი რამ აერთიანებს -ისინი განსაკუთებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის
დედამიწაზე სტიქიურ მოვლენებს ბუნებრივიკატასტროფების სახით ადგილი აქვს როგორც ხმელეთზე,ასევე წყალქვეშ. ყველაზე დამანგრეველი სტიქიურიმოვლენებია მიწისძვრები, ვულკანიზმი, წყალდიდობა,გრიგალისებური ქარები, ციკლონური ქარიშხლები, ტაიფუნი,თოვლის ზვავები.
ბუნებრივი მოვლენა ზოგჯერ კატასტროფული ხასიათის პროცესად გადაიქცევა. მაგალითად,დიდი რაოდენობით ნალექმა შესაძლებელია წყალდიდობა გამოიწვიოს,უეცარმა დათბობამ ზვავების გააქტიურება,წნევის რყევამ -დამანგრეველი სიძლიერის ქარი და ა.შ ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა და პროცესი გეოგრაფიულ სივრცეში ვითარდება. ამიტომ კატასტროფული ხასიათის ბუნებრივი მოვლენების გეოგრაფიული თავისებურების შესწავლასა და პროგნოზირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ბუნებრივი მოვლენებიდან და პროცესებიდან კატასტროფულია მიწისძვრა,ვულკანის ამოფრქვევა, მეწყერი,ზვავი,ტაიფუნი,წყალდიდობა და სხვ.თითოეული მათგანი სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებში ვითარდება და სხვადასხგვარი საშიშროებით ხასიათდება. მათ ერთი რამ აერთიანებს -ისინი განსაკუთებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის
დედამიწაზე სტიქიურ მოვლენებს ბუნებრივიკატასტროფების სახით ადგილი აქვს როგორც ხმელეთზე,ასევე წყალქვეშ. ყველაზე დამანგრეველი სტიქიურიმოვლენებია მიწისძვრები, ვულკანიზმი, წყალდიდობა,გრიგალისებური ქარები, ციკლონური ქარიშხლები, ტაიფუნი,თოვლის ზვავები.
მათი მასშტაბები თანდათან მატულობს, რაც დაკავშირებულიაახლი ტერიტორიების ათვისებასთან: ვჩეხავთ ტყეებს,ვაბინძურებთ წყალსაცავებს, მდინარეებზე ვაგებთ კაშხლებსდა ა. შ. სტიქიური მოვლენების შესახებ ცნობებს უძველესიმატიანეები გვაწვდიან:
”საბავშვო ენციკლოპედია” თბილისი. 1963 წელი: ”1788 წლის 13ივლისს 70 კმ/სთ სიჩქარის სეტყვის ტალღამ, სამხრეთდასავლეთიდან ჩრთილოეთისკენ მთელ საფრანგეთზეგადაიარა. სეტყვის ზოლის სიგანე ზოგგან 26 კილომეტრსაღწევდა, სეტყვის ერთი მარცვლის წონა კი, 250 გრამსუდრიდა.
გზებზე და ღრმულებზე რამდენიმე სანტიმეტრის სისქისყინული დაგროვდა, ხეები გაშიშვლდა, ნათესები განადგურდა,წვრილფეხა საქონელი გაწყდა, მსხვილფეხა პირუტყვიდაზიანდა, ტყეებში კი ფრინველები დიდი ხნით გაქრნენ.
ამაზე ძ;ლიერი სეტყვა მოვიდა რუსეთში 1843 წლის 27 მაისს.სეტყვის მარცვლის წონა ზოგგან 300 გრამს აღწევდა. 1904 წლის29 ივნისს მოსკოვის აღმოსავლეთ რაიონში მოვიდა სეტყვა 400გრამიანი მარცვლებით. სეტყვა ვერტიკალურად და ისეთიძალით ეცემოდა, რომ სათბურებისა და ორანჟერიების მინებინატყვიარს ჰგავდა.
ნიადაგში 6 სანტიმეტრიან ღრმულებს აჩენდა. ძლიერი სეტყვამოვიდა ინდოეთში 1929 წლის 11 მაისს. ზოგიერთი მარცვლისდიამეტრი 13 სანტიმეტრს აღწევდა და 1 კილოგრამს იწონიდა”.
ამავე წიგნში არის ცნობები სხვა სტიქიური მოვლენებისშესახებაც. ასე, მაგალითად: ” 1950 წლის ივლისშისაფრანგეთში საშინელი გრიგალი მძვინვარებდა. მის მიერმიყენებული ზიანი ნამდვილ კატასტროფად იქცა. ქვეყნისბევრ რაიონში ყურძნის, ხორბლისა და კარტოფილის მოსავალიმთლიანად განადგურდა.
1837 წელს კარიბის ზღვაში, ვირჯინიის კუნძულებზე გრიგალმადაანგრია სიმაგრე, რომელიც ნავსადგურის მისადგომებსიცავდა, გიგანტურმა ტალღებმა ნაპირზე უზარმაზარი ლოდებიგამორიყა, ხოლო დიდი გემი ოკენანის დონიდან 3 მეტრზეაზიდულ კლდეებზე შეაგდო.
1949 წელს იაპონიის სანაპიროზე მძლავრმა ტაიფუნმაგადაიარა. 1’300 პატარა თევზმჭერი გემი ზღვაში დაიღუპა,ათასობით მეთევზე კი უკვალოდ გაქრა”.
აქვე ვკითხულობთ ცნობებს უდაბნოს ციკლონურ ქარიშხალზე: ” 1901 წლის მარტში საჰარის ქარიშხალმა ხმელთაშუა ზღვისსანაპიროზე მტვრით დაფარა ქალაქი ტუნისი. ქალაქში დღისსაათებში უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა.
მეორე დღეს ციკლონმა მტვერი გადაიტანა იტალიაში,უნგრეთში, გერმანიასა და დანიაში, ხოლო რამდენიმე ხნისშემდეგ მოწითალო ფერის მტვერი რუსეთშიც გაჩნდა. ამმტვრის გამოჩენა ურალშიც კი აღინიშნა”.
ტროპიკულ გრიგალს თან ახლავს ცუნამზე არანაკლებდამანგრეველი ძალის ტალღები. 1737 წლის ოქტომბერშიბენგალის ყურეში მდინარე ჰუგლის ნაპირს თავს დაატყდაქარიშხლისაგან გამოწვეული ტალღა, რის შედეგადაც 3’000ადამიანი დაიღუპა. უფრო მეტი ზარალი გრიგალმა 1864 წელსმიაყენა მოსახლეობას, - მოვარდნილმა ტალღამ 50’000 კაციშთანთქა”.
ალბათ ყველას გვახსოვს 2005 წელს, სამხრეთ აღმოსავლეთაზიაში, ზღვის ფსკერის ქვეშ მიწისძვრის შედეგადწარმოქმნილმა ცუნამმა რამხელა კატასტროფა გამოიწვია.
უდიდესი ზარალი მიაყენა კუნძულოვან ქვეყნებს:ინდონეზიას, შრი-ლანკას, ტაილანდს, მალდივის კუნძულებს.ასევე ინდოეთს, მალაიზიას, მიანმას, სომალის, კენიას.სავარაუდოდ 150’000 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასიუგზო-უკვლოდ დაიკარგა, მილიონობით კი უსახლკაროდდარჩა.
უბედურების ზონაში ამ დროს უამრავი ტურისტი იყო, მათშორის მსოფლიოში ცნობილი სახეებიც. მაგალითად გერმანიისყოფილი კანცლერი ჰელმუთ კოლი, რომელიც უვნებლადგადარჩა, მაგრამ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და რეჟისორირიჩარდ ანტერბორო მძიმედ დაშავდა, მისი სიძე დაქალიშვილი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.
ამ კუნძულებზე თაფლობის თვეს ატარებდა, ავსტრალიისყველაზე ცნობილი რაგბისტი ტროი ბორდბორჯი. ისიც და მისიმეუღლეც დაიკარგნენ.
გიგანტურმა ზვირთებმა შრი-ლანკას სანაპიროზე რამდენიმეკილომეტრის სიღრმეში ყველაფერი წალეკა. ამ ზონაშიმდებარე უნიკალურ ბუნებრივ ნაკრძალში ასობით სპილო დალეოპარდი ბინადრობდა. სტიქიას ყველა ცხოველი გადაურჩა.ჩანს ცხოველებმა იგრძნეს საფრთხე და თავს უშველეს.
ერთ-ერთი კუნძული, რომელზეც უბედურებამდე 3’500 კაციცხოვრობდა, უკაცრიელად აღიარეს. უცნობია ასევეანადამანისა და ნიკობარის კუნძულებზე მცხოვრებპრიმიტიულ ტომთა ბედი.
მათ შორის არიან ეგრეთ წოდებული ნიგრიტოს ტომისადამიანები (მათი სიმაღლე 150 სანტიმეტრია), რომლებიცპლანეტის უძველეს მკიდრებად ითვლებიან. სავარაუდოდ ესტომი სტიქიამ შეიწირა.
”9 ბალიანზე მეტი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა შეარყიადედამიწის ღერძი, შეცვალა აზიის რუკა და სუმატრას რაიონშიკუნძულების ნაწილი გადააადგილა” - წერდა ამ უბედურებისშესახებ ფრანგული გაზეთი ”მონდი”.
”წყალში თითქმის ჩაიძირა შუქურა ინდირა პოინტი, რომელიცინდოეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და კუნძულსუმატრადან 140 კილომეტრითაა დაშორებული. ოკეანისზედაპირზე მხოლოდ ნაგებობის წვერო მოჩანს” - გვაწვდიდაცნობას ამ სტიქიის შესახებ ინდოეთის გაზეთი ”ტელეგრაფი”.
ბუნებრივი სტიქიური მოვლენებიდან ერთ-ერთი ყველაზესაშინელი და დამანგრეველი ალბათ მიწისძვრაა, რომლისპროგნოზირება მეცნიერებს დღემდე არ შეუძლიათ.
პირველი ისტორიული ცნობები დედამიწაზე მიწისძვრებისშესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2’500 წლით არისდათარიღებული. ამ წელს ეგვიპტეში მოხდა დამანგრეველიმიწისძვრა.
1960 წლის 22 მაისს სამხრეთ ჩილეში, მსოფლიო ისტორიაშიერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.ეპიცენტრში სიმძლავრე 9,5 ბალს აღწევდა. დაიღუპა 2’000 დადაშავდა 3’000 ადამიანი. 2,5 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა.ქვეყანამ 550 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.
ამ მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამი თავს დაატყდაჰავაის სანაპიროს და 61 ადამიანი იმსხვერპლა. ამავემიწისძვრით გამოწვეულმა უზარმაზარმა ზღვის ტალღებმაიაპონიამდე მიაღწია, სადაც 138 ადამიანი დაიღუპა. ასევედაზარალდა ფილიპინები.
მიწისძვრის სიძლიერის მეცნიერული გაზომვა 19-ე საუკუნისბოლოს დაიწყეს. მანმადე მომხდარი მიწისძვრების შესახებ კი,მხვერპლთა რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
1556 წელი. ჩინეთი, ქალაქი შანსი - დაიღუპა 830’000 ადამიანი.
1737 წელი. ინდოეთი, ქალაქი კალკუტა - დაიღუპა 300’000ადამიანი.
1976 წელი. ჩინეთი, ტიანშანი - დაიღუპა 225’000 ადამიანი.
1138 წელი. სირია, ქალაქი ალეპო - დაიღუიპა 230’000 ადამიანი.
კავკასიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1667 წელსმოხდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალაქშემახაში, სადაც 80’000 ადამიანი დაიღუპა. აქვე არ შეიძლებაარ ავღნიშნოთ 1988 წლის სომხეთის (სპიტაკი) მიწისძვრა სადაც25’000 ადამიანი დაიღუპა.
აქტიური მიწისძვრების ზონიაშია საქართველოც. ყველაზეძლიერი მიწისძვრა 1991 წლის 29 აპრილს მოხდა, რომლისეპიცენტრი მდებარეობდა საჩხერესთან. მისი სიმძლავრე 9ბალი იყო. საჩხერის, ონისა და ამბროლაურის რაიონებისმნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა. დაზარალდა ზემოიმერეთისა და რაჭის სოფლები.
1995 წლის 28 მაისს კუნძულ სახალინის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარმა ცხრა ბალიანმა მიწისძვრამ დაანგრია მისი ეპიცენტრის სიახლოვეს მდებარე მენაავთობეთა პატარა ქალაქი ნეფრეგორსკი.ტრაგედიის მიზეზი იყო სეისმოლოგების შეცდომა, რომლებმაც შენობების მედეგობა(გამძლეობა) სწორად ვერ გათვალეს,ასევე -უხარისხო მშენებლობა. კატასტროფა იმსხვერპლა 2000 ადამიანი,ზარალმა ტრილიონობით რუსული რუბლი შეადგინა ,ხოლო ქალაქმა პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.
1988 წ. სპიტაკის (სომხეთის) მიწისძვრა თავისი დამანგრეველი მასშტაბებით XX საუკუნის უდიდესი სტიქიური უბედურება იყო სამხრეთ კავკასიაში: ათეულობით დანგრეული დასახლება ,ათი ათასობით ადამიანის მსხვერპლი, დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა ,11მლრდ აშშ დოლარად შეფასებული ზარალი.
წყალდიდობისგან თავის დაცვა ადამიანმა უხსოვარი დროიდან ისწავლა. ამაში ბადალი არა ჰყავთ ჰოლანდიელებს, რომლებმაც არა მარტო ზღვის წყლის შემოტევისაგან დაიცვეს თავი ,არამედ ზღვას მიწა წაართვეს.
ორიოდე კვირის წინ, მასშტაბური წყალდიდობებისა დამეწყერის შემდეგ, სტიქიური მოვლენები კვლავ განმეორდა დაამჯერად მდინარეების ადიდებამ სამეგრელოსთან
ერთად კახეთიც აზარალა. კახეთს წვიმებთან ერთად თავსქარიშხალიც დაატყდა. შესაბამისად, მოიმატა სტიქიისპირველი შემოტევით მოსახლეობისთვის მიყენებულიზარალის მოცულობამაც, მაგრამ მთავრობა ზარალისასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხის გაზრდას არაპირებს. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რა ზიანიმიაყენა სამეგრელოსა და კახეთს გადაუღებელმა წვიმებმა,მდინარეების ადიდებამ და ქარიშხალმა.
სამეგრელო ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ, პირველიწყალდიდობისას, სერიოზულად დაზარალდა. მხოლოდმარტვილის რაიონში სტიქიით გამოწვეული ზარალიდაახლოებით მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. ახლა ამასდაემატა ისიც, რომ ბოლო დღეების მანძილზე ადიდდამდინარე ცხენისწყალი, რომელმაც ჯებირის გარღვევისშემდეგ დაახლოებით 1000 ჰექტარი სახნავ-სათესი დასაძოვარი ფართობი დატბორა
ცუნამი
2004 წლის 26 დეკემბერი. ინდონეზიის კუნძულ სუმატრადან ჩრდილო-დასავლეთით, ადგილობრივი დროით 7 საათზე, 58 წუთსა და 53 წამზე, მიწისძვრამ ოკეანის ფსკერი შეაზანზარა. როგორც გეოლოგები ამბობენ, დედამიწის ქერქში მოხდა ტექტონური ფილების ძვრა, რომლის დროსაც ტრილიონობით ტონა ნივთიერება გადაადგილდა და თვალის დახამხამებაში წყალქვეშ თითქმის 1600-კილომეტრიანი ნაპრალი წარმოიშვა. ხატოვნად რომ ვთქვათ, მიწა გასკდა. ეს იყო 9-მაგნიტუდიანი მიწისძვრა - ერთ-ერთი უძლიერესი ბოლო 40 წლის მანძილზე. მეცნიერთა შეფასებით, ამ დროს გამოთავისუფლდა 28 000 ხიროსიმას ატომური ბომბის სიდიდის ენერგია. მიწისძვრა იმდენად მძლავრი იყო, რომ მან ეპიცენტრიდან 2000 კმ-ით დაშორებულ ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში შენობების კედლები შეარყია. წყალქვეშა ბიძგმა წყლის უზარმაზარი მასა ზედაპირისკენ დაძრა და წარმოშვა ტალღა, რომელმაც ყველა მიმართულებით დაიწყო გავრცელება, ზუსტად ისე, როგორც გუბეში ქვის ჩაგდების დროს ხდება ხოლმე. ნაპირებიდან შორს, ოკეანის ზედაპირზე, ეს ტალღები თითქმის შეუმჩნეველი იყო - მათი სიდიდე ანუ, როგორც ამბობენ, ამპლიტუდა 30 სმ-ს არ აღემატებოდა. ამიტომ გემები მას ვერც კი გრძნობდნენ, მაგრამ როცა ის უახლოვდებოდა ნაპირს, სადაც ოკეანის ზედაპირი და ფსკერი ერთმანეთს უახლოვდება, ტალღის სიდიდე თანდათანობით მატულობდა და ნაპირთან უკვე რამდენიმე მეტრს აღწევდა. გამანადგურებელი წყლის მასა თვითმფრინავის სიჩქარით - 800 კმ/სთ - უახლოვდებოდა ხმელეთს... ეს იყო ცუნამი. 8 საათსა და 23 წუთზე ცუნამი, რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ, კუნძულ სუმატრას ნაპირს მიადგა. ეპიცენტრთან უწყინარი ტალღა უკვე 9-მეტრიან გიგანტად ქცეულიყო, ხმელეთის სიღრმეში 4 კილომეტრამდე შეიჭრა და გზად ყველაფერი წალეკა. 9 საათსა და 23 წუთზე მომაკვდინებელი წყლის მასა შრი ლანკას სანაპირო სოფლებს დაატყდა თავს, ათი წუთის შემდეგ - ტაილანდის ნაპირებს. ტალღის სიმაღლე 5-10 მეტრი იყო და 10 წუთის განმავლობაში უზარმაზარი ფართობი დაფარა. საერთო ჯამში, ცუნამიმ მოიცვა ათზე მეტი ქვეყნის სანაპირო: ინდონეზია, მალაიზია, ინდოეთი, შრი ლანკა, მიანმარი, ბანგლადეში, ტაილანდი, სინგაპური, მალდივი, სეიშელის კუნძულები, სომალი და სხვები. ეს უკანასკნელი ეპიცენტრიდან 4500 კმ-ით იყო დაშორებული. ცუნამიმ შეცვალა რელიეფი, სანაპირო ზოლის მოხაზულობა, ხოლო რამდენიმე კუნძული მთლიანად შთანთქა. ადგილის გეოგრაფია შეიცვალა. რა არის ცუნამი? ცუნამი არის ტალღების ნაკადი (უმეტესწილად ოკეანეებში), რომელთაც წარმოშობს წყალქვეშა მიწისძვრა, ზვავი ან ვულკანური ამოფრქვევა. ცუნამი შეიძლება გამოიწვიოს ასტეროიდის დაცემამაც წყლის ზედაპირზე. ტალღის სიგრძე (ანუ მანძილი ტალღის ერთი წვეროდან მეორემდე) ზოგჯერ 100 კილომეტრს აღწევს, სიმაღლე კი ნაპირებთან, როგორც წესი, 3 მეტრამდეა. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება 30 მეტრამდე გაიზარდოს. ამავე დროს, ღრმა ოკეანეში ცუნამის ტალღის სიმაღლე იმდენად მცირეა, რომ მას მეზღვაურები ვერ გრძნობენ და ამდენად, საშიშიც არ არის. სახიფათო ისინი ხდება მხოლოდ ნაპირთან. ცუნამი ყველაზე ხშირია წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით იაპონიის ნაპირებთან. შიდა ზღვებში ძალზე იშვიათია. შავ ზღვაზე ეს მოვლენა შემჩნეული არ ყოფილა. ცუნამის არაფერი აქვს საერთო მიმოქცევით ტალღებთან. ცუნამი ისტორიულ და პრეისტორიულ ხანაში დამანგრეველი ცუნამის შესახებ ცნობები შემონახულია ისტორიულ წყაროებში. დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მიწისძვრისშემდგომ ცუნამის სხვადასხვა დროს ჩინეთში, იაპონიაში, ჩილეში, ალასკაზე. 1886 წლის ვულკან კრაკატოას მიერ გამოწვეულმა ტალღებმა კუნძულ ჯავას გადაუარეს. ცუნამი შედარებით იშვიათია ატლანტის ოკეანეში. ის მოჰყვა 1775 წელს მომხდარ ცნობილ ლისაბონის მიწისძვრას, რომელმაც, ადამიანების სიცოცხლესთან, შენობებთან და მატერიალურ სიმდიდრესთან ერთად, პორტუგალიის, როგორც ერთ-ერთი უმდიდრესი სავაჭრო ქვეყნის, დიდებაც შეიწირა. ამ კატასტროფის შემდეგ პორტუგალიამ დაკარგა ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს როლი ევროპაში და მას მერე ვეღარც აღიდგინა. გასული საუკუნის 80-იან წლებში გეოლოგებმა აღმოაჩინეს მინიშნებები პრეისტორიული ხანის ცუნამიზე, ე.წ. მეგაცუნამიზე, რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა. აფრიკის სამხრეთ და ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე ქანებში, რომელთა ასაკი იყო 3.5 მილიარდი წელი, მათ ნახეს არამიწიერი წარმოშობის ნივთიერება, სავარაუდოდ, ასტეროიდის ნარჩენი. ამან აფიქრებინა მეცნიერებს, რომ დედამიწას, რომელიც იმ დროს „მხოლოდ” მილიარდი წლის იყო, დაეჯახა ასტეროიდი, რამაც გამოიწვია გლობალური მასშტაბის ცუნამი. გიგანტურმა ტალღებმა რამდენჯერმე გადაუარეს დედამიწის ზედაპირს. წყალმა შთანთქა ყველაფერი, მთების გარდა, მათ შორის, ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობა. კონტინენტების ფორმა რამდენიმე საათში ძირეულად შეიცვალა. ცუნამი და ადამიანი ცუნამის სიმძლავრე დამოკიდებულია მიწისძვრის სიდიდეზე, ეპიცენტრთან სიახლოვესა და რელიეფზე. ამიტომ ყოველი ასეთი მოვლენა ინდივიდუალურია. ცუნამის უმრავლესობა საფრთხეს არ წარმოადგენს და შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს ადამიანმა. ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე, ეკვატორთან ახლოს, ტროპიკულ ზონაში, ზამთარი არ არის, დეკემბერშიც ცხელა: ტემპერატურა +30°-მდე ადის. ამიტომ სითბოსა და მზეს მოწყურებული ევროპელი ტურისტები ხშირად ჩადიან იქ დასასვენებლად ზამთრის თვეებში. 2004 წელსაც უამრავი ტურისტი ჩავიდა იქ შობის შესახვედრად. დღესასწაული ტრაგედიად იქცა. სტიქიის ასეთ მძლავრ გამოვლინებას არავინ ელოდა, მათ შორის, არც ისინი, ვისაც მიწისძვრაზე დაკვირვება და ცუნამის გამაფრთხილებელი განგაშის სიგნალების ამუშავება ევალებოდა. საერთო ჯამში, ამ კატასტროფის შედეგად, 283 000 ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული ცუნამი. მსხვერპლი ბევრად ნაკლები იქნებოდა, ადამიანები დროზე რომ გაეფრთხილებინათ მიწისძვრის შესახებ და ელემენტარული ცოდნა ჰქონოდათ, როგორ მოქცეულიყვნენ ასეთ დროს. ცუნამის დროს დამახასიათებელია სანაპიროზე წყლის მოულოდნელი, სწრაფი და დიდი მანძილით უკან დახევა, რომელსაც რამდენიმე წუთში მოსდევს კოლოსალური ტალღის მოზღვავება. ეს რამდენიმე წუთი შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა თავი გადაირჩინოს. ტრაგედიის ერთი თვითმხილველი, რომელიც სასტუმროს მაღალი სართულიდან ადევნებდა თვალს სურათს, ყვებოდა, როგორ დაიხია უეცრად წყალმა უკან და მოაშიშვლა ფსკერის დიდი ნაწილი. ქვიშაზე გამოჩნდა თევზები და ნიჟარები. ცნობისმოყვარე ადამიანებმა, იმის ნაცვლად, რომ გაქცევით ეშველათ თავისთვის, დაიწყეს ზღვის „ნობათის” კრეფა, იღებდნენ სურათებს და სულ უფრო უახლოვდებოდნენ ოკეანეს. ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, მათ თავზე აღიმართა წყლის უზარმაზარი კედელი და დიდი სიჩქარით წამოვიდა მათკენ. თითქმის ვერავინ ვერ გამოასწრო... მცოდნე ადამიანები კი მაშინვე მიხვდნენ, თუ რას ნიშნავდა ოკეანის უკან დახევა - ცუნამის ერთგვარი გაფრთხილება. ამ დროს ისმის ხოლმე სპეციფიკური ხმა, თითქოს გიგანტური სასრუტი წყალს ისრუტავდეს. მათ სასწრაფოდ მიაშურეს ამაღლებულ ადგილებს და ცდილობდნენ, სხვებიც გაეფრთხილებინათ. ერთ-ერთი ბრიტანული გაზეთი წერდა, რომ ტაილანდში მყოფმა ინგლისელმა სკოლის მოსწავლე გოგონამ, როცა დაინახა ოკეანის უკან დახევა, გაახსენდა გეოგრაფიის გაკვეთილზე ნასწავლი, თუ რას ნიშნავდა ეს და ამით თავისი ოჯახი დაღუპვას გადაარჩინა. ჩვენთან ბოლო წლებში ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულები საკმაოდ პოპულარული დასასვენებელი ადგილი გახდა. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ტურისტებმაც იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ცუნამის საფრთხის შემთხვევაში.
მიწისძვრის წარმოქმნა
დედამიწის ზედაპირის რყევითი მოძრაობა იწვევს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და გამანადგურებელ მოვლენას - მიწისძვრას.
მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისაგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანამიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს დაგროვილი ენერგია სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება.
მიწისძვრის სიმძლავრე დამოკიდებულია მის ბუნებაზე და დედამიწის ზედაპირის მდგომარეობაზე. მიწა შეიძლება გაიხსნას, ამოიწიოს ან ჩაღრმავდეს. მთიან ადგილებში მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს ზვავი ან მეწყერი, რომელსაც მოჰყვება გამდნარი ლავის მაგვარი თიხოვანი მასა. ხშირ შემთხვევაში, მეწყერის შედეგად, თიხოვანი და ქვიშიანი ნიადაგები ერევა ერთმანეთს და წარმოქმნის არამდგრად, მოძრავ ქანებს, ანუ ჭანჭრობს. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1964 წლის ალასკის მიწისძვრის დროს.
გამანადგურებელი ბუნების ძალა
ბუნებრივი ძალებიდან მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელია. დიდი მასშტაბის მიწისძვრა შესაძლოა 10000-ჯერ მეტად დამანგრეველი იყოს, ვიდრე , მაგალითად, ატომური ბომბი, რომელიც 1945 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში. ზოგჯერ მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწისძვრის, ანუ სეისმური ტალღები. 1906 წელს სან-ფრანცისკოს მიწისძვრის დროს, თვითმხილველების თქმით, გაჩენილი მიწის ტალღები 1 მეტრ სიმაღლეს აღწევდა. მიწისძვრის სიმძლავრის მიხედვით, მიწა შეიძლება ოდნავ ან ძლიერად შეირყეს, რის გამოც რელიეფი იცვლის ფორმას. მაგალითად, სან-ფრანცისკოში აღმოაჩინეს, რომ სან-ანდრეასის ნაპრალი 6 მეტრით იყო გადაადგილებული.
მიწისძვრების უმეტესობა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს წუთით და ოდნავ მეტიც. მაგალითად, 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა მაშინ, როდესაც 1964 წლის 24 იანვრის ალიასკის მიწისძვრა დედამიწას შვიდი წუთის განმავლობაში არყევდა. აქედან სამი საკმაოდ ძლიერი ინტენსივობის იყო.
ხშირად ძირითად მიწისძვრას თან სდევს შემდგომი ბიძგები. ყოველი მათგანი ნაკლებად ძლიერია წინანდელზე შედარებით. შემდგომ ბიძგებსაც შეუძლია დიდი ზიანის მიყენება. 1985 წელს ქალაქ მეხიკოში მომხდარმა მიწისძვრამ, მერკელის სკალის მიხედვით, 11 ბალი დააფიქსირა და ქალაქის ცენტრს დიდი ზიანი მიაყენა. მომდევნო დღეს შემდგომი ბიძგის ინტენსიობა 10 ბალს შეადგენდა და ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ორმა მიწისძვრამ 10000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მერკალის სკალა
დღესდღეობით, სეისმოლოგები უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა. მისი სკალა 12-ბალიანია და, დაახლოებით ასეთია:
2 ბალი: ძალიან სუსტი რხევები, ოდნავ შესამჩნევი.
5 ბალი: საკმაოდ ძლიერი რხევა, საგნები ირხევა და ძირს ვარდება, მინები იმსხვრევა.
7 ბალი: ძალიანძლიერი რხევა. სახურავებიდან ცვივა კრამიტი, ზიგიერთი შენობა იბზარება.
8 ბალი: უძლიერესი ძალიდ რხევა. სუსტი ნაგებობები, ძეგლები და კედლები იშლება.
10 ბალი: დამანგრეველი ძალის რხევა. შენობების უმრავლესობა ინგრევა. მიწა იბზარება. შეიძლება გამოიწვიოს ცუნამიც.
12 ბალი: კატასტროფული ძალიდ რხევა. დედამიწის რელიეფი იცვლება. წარმოიშვება ზედაპირული სეისმური ტალღები. უდიდეს მსხვერპლს და ზარალს იწვევს.
მიწისძვრის ზონები
მანამ, სანამ მიწისძვრის ბუნებას შეისწავლიდნენ, მეცნიერები ადგენდნენ სპეციალურ რუკებს, რომლებზეც აღნიშნავდნენ მიწისძვრის წარმოშობის ადგილება მისი სიხშირის მიხედვით, ანუ ადგენდნენ სეისმურ დარაიონებას. მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის წარმოშობისაგან დედამიწის არც ერთი უბანი არ არის დაცული, არსებობს ისეთი ზონები, სადაც იგი მეტად მოსალოდნელია. ასეთ ზონებს განეკუთვნება ვულკანური ზონები, ისეთები, როგორიცაა ე. წ. ”ცეცხლოვანი რკალი” წყნარ ოკეანეში.
მიწისძვრების განსაზღვრისა და პროგნოზების მეთოდების გაუმჯობესების შედეგად, დაიხვეწა სპეციალური სეისმური რუკებიც და შესაძლებელი გახდა მიწისძვრის აქტივობის უფრო დეტალური სურათის დახატვა.
1960-იან წლებში სეისმოლოგია უფრო მეტად განვითარდა. მეცნიერები ქმნიდნენ სპეციალური სეისმური სადგურების ქსელს და აკვირდებოდნენ მიწის ყველანაირ ვიბრაციას. შეჯამებული შედეგების სეისმური რუკები აჩვენებდნენ, რომ მიწისძვრების წარმოქმნის ყველაზე საშიში მონაკვეთები მდებარეობს ახლად წარმოქმნილი მთების, ვულკანებისა და დედამიწის ქერქში არსებული ნაპრალების ადგილებში.
მიღებული მონაცემებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა თეორია, რომლის მიხედვით, დედამიწის 100 კმ-ის სიღრმის ქერქი და მისი შემდგომი ფენა – მანტია, დაყოფილია რვა ტექტონურ ფილად, რომლებიც განლაგებულია დედამიწის შიდა, ნაწილობრივ გამდნარ ფენაზე – ასთენოსფეროზე. დედამიწის ამ ნაწილის მუდმივი აქტივობა იწვევს ტექტონური ფილების მოძრაობას.
წყალქვეშა მიწისძვრები
როდესაც მიწისძვრები ზღვაში ხდება, წარმოიქმნება დიდი ტალღა – ე. წ. ცუნამი. ოკეანის სიღრმეში ეს ტალღები ძნელად შესამჩნევია. ისინი ზღვაში 790 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ, როდესაც ნაპირს უახლოვდებიან, სიჩქარეს კარგავენ და სიმაღლეში იმატებენ, ზღვა უკან იხევს და უზარმაზარი ტალღების სერიებად იქცევა.
მცირე ზომის ყურეში შეღწევის დროს ცუნამის ტალღა სიგანეში იკუმშება და 20-მდე მეტრ სიმაღლეს აღწევს. ასეთი ცუნამი გზად ყველაფერს ანადგურებს. 1755 წელს, მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნნილმა 17-მეტრიანმა ცუნამიმ პორტუგალიის ქალაქ ლისაბონს გადაუარა. მიწისძვრის შემდგომმა ბიძგებმა გამოიწვიეს ნგრევა და ხანძარი. ლისაბონის შენობების სამი მეოთხედი დაინგრა, ნგრევამ 60000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
დედამიწა მუდმივ რყევას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფული ხასიათის მიწისძვრები არც თუ ისე ხშირია, ყოველწლიურად მიწისძვრების მკვლევარი ექსპერტები, ანუ სეისმოლოგები აფიქსირებენ 500000 მიწისძვრას – დაახლოებით, ერთ მიწისქვეშა ბიძგს ყოველ წუთში. ამ რყევების უმრავლესობა შეუმჩნეველია ყველასათვის, გარდა სეისმოლოგებისა და მათი სუპერ-სენსორული მიწისძვრის დეტექტორისა, რომელსაც სეისმომეტრი ეწოდება.
წარსულში სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს ზომავდნენ რიხტერის სკალით, რომელიც 1935 წელს წარმოადგინა ამერიკელმა ექსპერტმა ს. ფ. რიხტერმა და რომელსაც მისი სახელი დაერქვა. დღესდღეობით უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა.
მიწისძვრის დროს კერიდან ყოველმხრივ ვრცელდება დრეკადი სეისმური ტალღები: პირველადი, ანუ გრძივი (P) და მეორადი, ანუ განივი (S). გრძივ ტალღებში რხევა მიმდინარეობს ტალღის გავრცელების მიმართულებით, ხოლო განივ ტალღებში კი – ტალღის გავრცელების პერპენდიკულარულად. დედამიწის ზედაპირზე ეპიცენტრიდან ვრცელდება, აგრეთვე, ზედაპირული (L) სეისმური ტალღები.
ბუნებრივ ნიშნებზე დაკვირვება
მიწისძვრის პროგნოზირების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი ნიშნების გათვალისწინებას, მაგალითად, ცხოველების ქცევაზე დაკვირვებას. როდესაც მოსალოდნელია მიწისძვრა, ძაღლები ყმუიან, ცხენები შფოთავენ, ჩიტები კი მოუსვენრად დაფრინავენ წრეში. 1975 წლის ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მიწისძვრამდე მოსახლეობამ ამოიცნო რამდენიმე მომასწავებელი ნიშანი, მათ შორის ცხოველთა უცნაური ქცევაც და შეძლო თავის დაცვა საშინელი ნგრევისაგან.
მიწისძვრების ზონებში მეცნიერების დაკვირვების საგანს წარმოადგენს წყაროები. აქ ისინი ამონტაჟებენ სპეციალურ აპარატურას, რომელიც წყლის შემადგენლობას აჩვენებს. საქმე იმაშია, რომ მიწისქვეშა ძვრების დროს გამოიყოფა აირი, სახელწოდებით რადონი, რომელიც დადემიწის ზედაპირზე ამოდის და ერევა წყალს. ამგვარად, წყაროს წყალში რადონის რაოდენობის მომატება შესაძლოა მიწისძვრის მანიშნებელი იყოს.
ხშირ შემთხვევაში მიწისძვრამდე დედამიწის ზედაპირიდან გამოიყოფა ელექტრულად დამუხტული გაზები, რომლებსაც ოდნავ შესამჩნევი ნათება გააჩნიათ და მათ ”მიჭისძვრის შუქებს” უწოდებენ. ასევე მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მიწისძვრის მოსალოდნელი ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალბადის აირის დონე ათჯერ აღემატება ნორმას. სამწუხაროდ, ეს ფენომენი არ აღინიშნება ყველა მიწისძვრის დროს. მეცნიერები პროგნოზირებისათვის უამრავ სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებენ, მაგალითად, დეფორმაციისა და დახრილობის აღმრიცხველ ხელსაწყოებს.
ნაპრალები
ნაპრალები დედამიწის ქერქში გიგანტური ზომის ბზარებს წარმოადგენენ. მათი სიგრძე სა სიღრმე ხშირად რამდენიმე კილომეტრს აღწევს. მიწისძვრა წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც დედამიწის შიდა ფილების მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი წნევა აწვება ნაპრალის ქანებს.
ფილების მოძრაობა
ეს პროცესი თანდათანობით მიმდინარეობს, ამიტომ ტექტონური ფილების მოძრაობა მუდმივი არ არის. ხშირ შემთხვევაში ფილები უძრავ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს რჩებიან. როდესაც წნევის ძალა მეტია ქანების სიმკვრივეზე, ისინი სკდება და ფილები მოძრაობაში მოჰყავს.
მიწისძვრის ზუსტი დროის წინასწარი გათვლა შეუძლებელია. დეტალური მონიტორინგისა და სეისმური რუკების შედგენის შედეგად, მეცნიერები პროგნოზირებენ მიწისძვრის მხოლოდ სავარაუდო ადგილსა და დროს. ზოგიერთი დიდი მასშტაბის მიწისძვრა იწყება უმნიშვნელო სეისმური ტალღებით. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ დიდ მიწისძვრებს წინ უძღვებათ ტალღების გავრცელების სიჩქარის ვარიაცია დროში. მცირე ცვლილებები დედამიწის ზედაპირზე და ლოკალური ცვლილებები დედამიწის მაგნუტურ ველებში, ასევე, მიწისძვრების წინაპირობას წარმოადგენენ.
სეისმომეტრი
მეფის რუსეთის დროს 1862 წლიდან პლეხანოვის გამზირის დასაწყისში, ერთ მშვენიერ ეზიში განლაგდა კავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და სეისმური ცენტრი, რომელიც მდებარეობს მიწის ქვეშ 12 მეტრის სიღრმეზე. იქ ხდებოდა და დღესაც ხდება პერფობარათებზე მიწისძვრების ჩაწერა. ეს იყო პირველი გეოფიზიკური კერა.
მიწისძვრების პროგნოზირების ყველაზე საიმედო აპარატია სეისმოგრაფი. მიწისძვრისა და სეისმოძიების დროს იგი აღბეჭდავს დედამიწის ქერქის ყველაზე უმნიშვნელო რხევებსაც კი, გადაჰყავს ელექტროსიგნალებად, რომლებიც შემდეგ დიაგრამულ ქაღალდზე იწერება.
დედამიწის მოძრაობებზე დაკვირვებების ჩატარების დროს სეისმოლოგები ხშირად სატელიტის საშუალებით აგზავნიან ელექტროსიგნალებს განსაზღვრულ სადგურებში და აკვირდებიან ამ სადგურების ერთმანეთთან განლაგების სქემას.
ნგრევის თავიდან აცილება
მართალია, არც ერთი ხსენებული მეთოდი არ არის სრულყოფილი, მაგრამ ისინი სეისმოლოგებს მიწისძვრის ბუნების უკეთ შესწავლაში ეხმარებიან. მეცნიერები ცდილობენ თავიდან აიცილონ მიწისძვრის შედეგად მოსალოდნელი ნგრევები. ბევრ მეცნიერს სწამს, რომ ხელოვნურად გამოწვეული უმნიშვნელო ბიძგებით შეიძლება დედამიწის ქანების განლაგების შეცვლა და კატასტროფული მიწისძვრის თავიდან აცილება.
მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა მიწისძვრის ზონების სრული ევაკუაცია. თუმცა დღევანდელ პირობებში, როდესაც დედამიწის მოსახლეობა დღითი დღე იზრდება, ეს შეუძლებელი ხდება. გამოთვლები გვიჩვენებს, რომ 2035 წლისათვის მიწისძვრების ზონების მთავარ ქალაქებში 600 მილიონი ადამიანი იქნება დასახლებული.
ამერიკის და იაპონიის არქიტექტორები აუმჯობესებენ მიწისძვრის გამძლე შენობების პროექტებს. ისინი შენდება სპეციალური დრეკადი მასალისაგან, მათი საძირკველი კი საშუალო სიდიდის რხევებს უძლებს.
თავდაცვითი ზომები
- ისეთ ქალაქებში, სადაც ხშირია მიწისძვრები, მაგალითად, სან-ფრანცისკოსა და ტოკიოში, ტარდება სპეციალური მოსამზადებელი კურსები, რომლებზეც მოსახლეობას უსაფრთხოების წესებს ასწავლიან.
- ბავშვებს საწოლებთან ყოველთვის უდევთ ფეხსაცმელების წყვილი და ფარანი, რათა საჭიროების შემთხვევაში ღამის სიბნელეში მოახერხონ თავის გადარჩენა.
- მიწისძვრის დროს უკეთესია თავშესაფარი იპოვოთ მაგიდის, ან კარების ჩარჩოს ქვეშ, რადგან ეს ისეთი ადგილია, რომელიც იშვიათად თუ ჩამოინგრევა. გარეთ გაქცევისას ნანგრევებში მოყოლის მეტი საშიშროება არსებობს.
- მიწისძვრით გამოწვეული ხანძრები უმალვე უნდა ჩაიქროს, რათა თავიდან ავიცილოთ მათი გავრცელება ბუნებრივი აირის წყაროებთან, რამაც შეიძლება აფეთქებები გამოიწვიოს.
მიწისძვრის შედეგები
ყველაზე საშიშ და დიდ ზიანს მიწისძვრა აყენებს დიდ ქალაქებს.
1995 წლის 17 იანვარს, დილის 5 საათსა და 46 წუთზე იაპონიის ქალაქ კობეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მან უდიდესი ნგრევა გამოიწვია. სახლები ჩამოინგრა, ზოგი – გვერდზე გადაიხარა, ხიდები და გზები ისე დაინგრა, თითქოს ფიცრის ყოფილიყო, ხოლო რკინიგზა სრულიად განადგურდა. შენობების წაქცევის შედეგად, დაზიანდა ელექტროხაზების და გაზის მილები, რაც აფერხებდა მაშველების მუშაობას. დაღუპულთა რიცხვმა 5300 ადამიანს მიაღწია. ზოგი ნანგრევებში მოჰყვა, ზოგი კი მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ხანძრებს შეეწირა.
საერთოდ მატერიალურმა ზარალმა 100 მილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ იაპონიაში დიდი მასშტაბის მიწისძვრა მოხდებოდა, მაგრამ ეპიცენტრის ადგილი ვერ გამოიცნეს. მათი ვარაუდით, ეს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში უნდა მომხდარიყო.
ვულკანი
ვულკანი (velcanus-ალი,ცეცხლი-ლათ.) არის დედამიწის ქერქის არხებზე და ნაპრალებზე გაჩენილი გეოლოგიური წარმონაქმნი,რომლითაც დედამიწის ზედაპირზე ამოიფრქვევა ლავა,ფერფლი,ცხელი გაზები,წყლის ორთქლი და სამთო ქანების ნამტვრევები.ვულკანები არსებობს:მოქმედი,დაძინებული და ჩამქრალი,ხოლო ფორმის მიხედვით: ცენტრალური და ნაპრალებიანი. ვულკანის მექანიზმი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: მაგმატური კერა(დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში),ყელი,კონუსი და კრატერი.ამჟამად ატქიური მოქმედი ვულკანებია: კლიუჩევსკისა და ავაჩინსკის სოპკა(რუსეთი), ისალკო(სალვადორი), მაუნალოა(ჰავაის კუნძულები), ტახუმულკო(გვატემალა), სანტა-ანა(სალვადორი), ირასუ(კოსტა-რიკა), ვეზუვი,ეტნა(იტალია) და სხვები.
მაგმა(Magma-სქელი საცხი-ბერძ.) არის სილიკატური შემადგენლობის გამდნარი მასა,წარმოქმნილი დედამიწის ღრმა ზონებში.დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვეულ მაგმას ლავა ეწოდება.მაგმა მიისწრაფვის ზედაპირისკენ,ამ დროს გამოიყოფა წყლის ორთქლი და გაზები,რომლებიც ფართოვდება როცა გადაეყრება წინააღმდეგობას,მათი განთავისუფლება ხდება აფეთქების გზით.სწორედ ეს აერის ვულკანის ამოფრქვევა,რომლის დროს დედამიწის ზედაპირზე ამოტანილია მაგმაც.ის სწრაფი გაციების შედეგად გადაიქცევა ვულკანუს წიდად.
ძირითადად 6 ვულკანურ პროცესს შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული საშიშროებანი,ესენია: ლავების ნიაღვარი,ფერფლი,ვულკანური ტალახის ნიაღვარი,ვულკანური წყალდიდობა,ალმოდებული ღრუბლები და გამოყოფილი გაზები.
ლავა გაცხელებულია 900-1100 ° C,ის ამოიღვრება პირდაპირ ნაპრალებიდან მიწაზე,ან გადმოიღვრება ვულკანის კრატერიდან და მიედინება მთის ძირისაკენ.ლავის ნიაღვრის საშუალო სიჩქარეა 60 კმ-საათში.ის მიედინება უფრო ჩქარა თუ მთას აქვს დიდი დახრა,საშიშროება წარმოიქმნება მაშინ,როცა ლავის ნიაღვარი მიაღწევს დასახლებულ პუნქტს,ნგრევის გარდა,ის იწვევს ხანძარს.თხელ ლავას მოკლე დროში შეუძლია დატბოროს მნიშვნელოვანი ტერიტორია.
ვულკანური ფერფლი არის ვულკანური აფეთქებებისგან თხელი და მაგარი ლავების დაწვრილმანების და დამტვერიანების პროდუქტი.ყველაზე დიდ ნატეხებს ეწოდება ვულკანური ბომბები.მათი ზომებია რამდენიმე სანტიმეტრიდან 5-7 მეტრამდე.ვულკანურ ბომბებზე უფრო პატარა ზომის ნატეხებს ეწოდება „ლაპილები“,კიდევ უფრო მცირე ზომისას-ვულკანური ქვიშა,ხოლო წვრილ ნაწილაკებს-ფერფლი.ფერფლს ატმოსფეროში შეუძლია მოახდინოს გავლენა კლიმატზე.ფერფლი ანჰგრევს სახლებს,მარხავს მოსახლეობას ნანგრევებში,მისგან გამოყოფილი გაზები წამლავენ ცოცხალ არსებებს,ანადგურებს მცენარეულობას,სპობს შინაურ და გარეულ ცხოველებს,იწვევს შიმშილობას.
ვულკანური ტალახის ნიაღვრები ლავაზე უფრო საშიშია და 100-ჯერ მეტი მსხვერპლის მოტანა შუძლია.ვულკანური ტალახის ნიაღვრებს შეუძლიათ დაფარონ და დატბორონ დიდი ფართობის ტერიტორიები,ხოლო თუ ასეთი ნიაღვარი შეიცავს დიდი რაოდენობით მყარ ნაწილაკებს და მცირე რაოდენობით წყალს,მაშინ ის გადაიქცევა მეწყერად.ასეთი ნიაღვრები მოძრაობენ ძალზე სწრაფად,ადამიანები ვერ ასწრებენ ევაკუაციას,ხოლო თავშესაფარში ყოფნა შიძლება დასრულდეს ცუდად,რადგან თხელი მასა ავსებს მთლ სივრცეს.
ვულკანის ამოფრქვევისას,გამდნარი მყინვარებიდან შეიძლება წარმოიქმნას დიდი რაოდენობით წყალი.
ვულკანის ალმოდებული ღრუბლები ღრუბლები წარმოადგენს გავარვარებული გაზებისა და ფერფლის ნარევს.ვულკანური პროცესებიდან ეს არის ყველაზე საშიში,რადგან მას მოაქვს დიდი რაოდენობის მსხვერპლი.სიკვდილს იწვევს დამწვრობა და გაგუდვა.ასეთი ღრუბლების ტემპერატურა კრატერთან ახლოს 1000 ცელსიუს გრადუსს აღწევს,ხოლო მისგან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე 700 ცელსიუს გრადუსს.ის წვავს ხეებს და ადნობს მინას,იწვევს ხანძარს.ფერდობებზე დაშვების დროს ის ავითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს.
ვულკანური გაზები მომაკვდინებელია ადამიანებისა და ცხოველებისათვის.ასეთ გაზებს აქვს სუნი,რადგან შეიცავენ გოგირდოვან ჟანგს,გოგირდოვან წყალბადს,ქლოროვან წყალბადის და ფტოროვანი წყალბადის მჟავებს,რომლებიც იმყოფება გაზის მდგომარეობაში.ასევე ყველგან მონაწილეობს ნახშიროჟანგი და მხუთავი გაზები.
ვეზუვი (იტალია)
იტალიის ნეაპოლიტანის ზღვისპირეთის უხვმოსავლიანი მიწები,მზიანი სანაპიროები,საზღვაო და სახმელეთო სავაჭრო გზები,კარგი კლიმატი,საცხოვრებლად იზიდავდა ადამიანებს აპენინის ნახევაკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან.ასე წარმოიშვა ამ ადგილებში ქალაქები ნეაპოლი,გერკულანუმი,პომპეი,სტაბინი და მრავალი სოფელი.ამ წარმტაცი მხარის მოსხალეობას ჯერ კიდევ ახსოვდა,რომ დაახლოებით 150 წლის წინათ,სომის მთის ტყიან კალთებში თავს აფარებდა აჯანყებული მონების ბელადი სპარტაკი,მაგრამ მათ დაავიწყდათ,რომ ეს მთა იყო ვულკანი.მათ არ გამოიტანეს სათანადო დასკვნები და არ მოახდინეს რეაგირება 16 წლის წინათ(ჩვ.წ 63 წელს) აქ მომხდარ მიწისძვრაზე,რომელმაც გამოიწვია დიდი ნგრევები.მოსახლეობის წარმოდგენით ეს იყო მიწის სიღრმეში დაძინებული გველეშაპი,რომელმაც გაიღვიძა,დაიწყო კლაკვნა და ამან გამოიწვია ბიძგები. მოსახლეობამ არ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ენერგიულად შეუდგა დანგრეული სახლების აღდგენას.
79 წლის 24 აგვისტოს დღისით სომის მთიდან ზეცაში ავარდა თეთრი ღრუბელი,რომელიც შემდეგ თანდათნ გაშავდა.დაიწყო ამოფრქვევა ვულკანმა, რომლის კრატერიდან დიდი ძალით ამოდიოდა გაზები,ორთქლი,მტვერი,ქვიშა,ქვები და მცირე ნაწილაკებისგან შემდგარი გავარვარებული ლავა და ფერფლი.ამოფრქვევას თნ ახლდა გრგვინვა,გრუხუნი,ელვა,თავსხმა წვიმა,მიზენოს კონცხზე სახლები ირყეოდა ხშირი ბიძგებისგან.ციდან ცვიოდა ფერფლი,პემზის ნაწილაკები.
კაცობრიობამდე მოაღწია თვითმხილველების მონათხრობმა:“მაშინდელი დროით იყო 1 საათი (ახლანდელი დროით დილის 5 საათი),სახლები ირყეოდა,ჩმობნელდა,ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა ქალაქი,ჩვენს უკან მოემართებოდა შეშინებული ხალხი,დავინახეთ თ როგორ ეხეთქებოდა აქეთ-იქით სწორ ადგილზე მიმავალი ურმები,როგორ დაიხია ზღვამ,თითქოს მიწამ უკუაგდო.ცაში ჭექა-ქუხილით ღრუბლებში გაიელვებდა ხოლმე გრძელი და ფართო ელვის მსგავსი ალები...რამდენიმე ხნის შემდეგ გავარვარებული ღრუბელი დაეშვა მიწაზე და ზღვის ზედაპირზე დაიწყო ცვენა ფერფლმა.ჩამოწვა სიბნელე,ისმოდა ადამიანების ტირილი,კვნესა,კივილი,ზოგიერთი ლოცულობდა მომავალი სიკვდილის წინ.ფერფლი ცვიოდა ხშირი მძიმე წვიმის მსგავსად.სიბნელე თანდათნ გაიფანტა და გამოჩნდა ფერფლის სქელი ფენით დაფარული ტერიტორია,თითქოს თოვლის საფარიაო.“
ამავე დროს სომის მთიდან 10 კილომეტრის მანძილზე ქალაქ პომპეიზე ცვიოდა და ცვიოდა ფერფლი.ქალაქის მოსახლეობამ აღარ იცოდა,როგორ მოქცეულიყო,გაქცევით ეშველა თავისთვის თუ შინ დარჩენილიყო.ადამიანები გარბოდნენ,იგუდებოდნენ, ეცემოდნენ და კვდებოდნენ ლავაში,ფერფლში,რაზედაც მეტყველებს ახლანდელი გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადამიანების და ცხოველების ნაშთები. გავარვარებული ლავის ნაკადებში გაქრა ასევე ქალაქები ჰერკულანუმი და სტაბია. ამ ვულკანმა მიიღო სახელწოდება „ვეზუვი“.
ვულკანის ამოფრქვევიდან საუკუნე-ნახევრის შემდეგ,როდესაც გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნიკა,გაიხსენეს ქალაქი პომპეი,არქეოლოგიური გათხრების საშუალებით აღმოაჩინეს ის და აღადგინეს ბუნების სტიქიის ეს ტრაგიკული მოვლენები.არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1748 წლიდან და გრძელდება დღემდე. გათხრილია ქალაქის ¾ ნაწილი.ვარაუდობენ,რომ იმ დროისთვის ქალაქში ცხოვრობდა 25000 ადამიანი.დაღუპულად თვლიან 2000 ადამიანს,მაგრამ საბოლოოდ ზუსტი ციფრი დასახელდება არქეპლოგიური გათხრების დამთავრების შემდეგ. ფერფლი ცვიოდა ნელა,ამიტომ ძირითადად დაიღუპა ის,ვინც ვერ მოახერხა გაქცევა. ვეზუვი არ დაწყნარებულა,100 წლის მანძილზე გრძელდება მისი ამოფრქვევები.
1906 წელს „ვეზუვი“ კვლავ ამოიფრქვა.ვულკანის კრატერიდან გადმოღვრილი ლავა მთის კალთებზე მოედინებოდა საათში 16 კმ/სთ სიჩქარით.ლავამ გაანადგურა სოფელი კასაბიანკა და დასახლება ბოსკოტრეკასეს დიდი ნაწილი.ლავამ მიაღწია ანუნციატამდე.სახლები დაფარა მეორე სართულის სიმაღლემდე,მიედინებოდა ქუჩბში და შეაღწია საცხოვრებელ ბინებში,მრავალი სახლის კედლებმა ვერ გაუძლო დაწოლას და დაინგრა.რადგან ლავის სიჩქარე არ იყო დიდი ხალხმა თვს გაქცევით უშველა.
„ვეზუვის “ შემდეგი ამოფრქვევები მოხდა 1944,1957,1959 წლებში,მაგრამ დიდი ზიანი და ზარალი არ გამოუწვევია.
1999 წლის ოქტომბერში ის კვლავ ამოიფრქვა და მისი ამოფრქვევა გრძელდება.
იტალიის მოსახლეობას ვულკან ვეზუვზე მეტი ზარალი მიაყენა ვულკანმა ეტნამ ამოფრქვეული ლავების ნიაღვრებით.1964 წლის ამოფრქვევის შემდეგ მისი სიმაღლე გაიზარდა 50 მეტრით და შეადგინა 3323 მეტრი.ეტნის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე არსებობს ძველი კრატერის ნარჩენი,რომელსაც უწოდებენ „ვალე დელ ბოვერს“. ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობას უხაროდა,რომ იმ მიმართულებით მიედინებოდა ხოლმე ლავების ნიაღვრები და მათ დასახლებულ პუნქტებს არ ეწმნებოდა საშიშროება.მაგრამ 1928 წელს ამოფრქვეული ლავის ნიაღვარი ჩამოედინა ჩრდილოეთისაკენ,თავის გზაზე გაანადგურა ველები,ვენახები,ფორთოხლის და ხურმის ბაღები,დამარხა ქალაქი მასკალი.ეტნას ლავა ვეზუვის ლავასთან შედარებით უფრო ნელა მიედინებოდა.ადამიანებმა მოასწრეს გაქცევა,მაგრამ მათი საცხოვრებელი სახლები ლავამ გაანადგურა. ეტნას აქვს 270 კრატერი,მის გარშემო ფართობი არის 120 კვადრატული კილომეტრი,წრეხაზში მის გარშემო არის 200 კმ.
1669 წელს ეტნას ამოფრქვეულმა ლავამ მიაღწია ქალაქ კატანიამდე.ქალაქის კედლებმა ლავის გაუძლეს და ნიაღვარი გაემართა იონის ზღვისკენ.დღევანდელ დრომდე მოაღწია ცნობებმა,რომ ლავის ნაკადს მოსახლეობამ ხელოვნური ღარებით შეუცვალეს მიმართულება. ამის შემდეგ ნიაღვარი გაემართა პატერნოსკენ. მოხვდათ. ნელ-ნელა კვლავ კატანიისკენ გაემართა.
ეტნა კვლავ ამოიფრქვა 1979 წელს.ცნობილია,რომ 10 ტურისტს მოულოდნელად თავზე დააცვივდა „ლაპილები“(ფერფლის მსხვილი ნაწილაკები),მათ ვერ შეძლეს თავის დაცვა და ათივე დაიღუპა.ეტნის ქვედა კალთაზე აგებულია სამლოცველო, ვულკანისგან დაღუპულთა მოსაგონებლად და მომავალი თაობის გასაფრთხილებლად.
„უსუ“ (იაპონია)
200 წლის 30 მარტს იაპონიის კუნძულ ხონსიუზე 6 კონუსიდან ლავის და ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო ვულკანმა „უსუმ“. ამოფრქვეული ფერფლი ცაში ავიდა 3 კილომეტრის სიმაღლეზე. იაპონიის მთავრობამ მიიღო სასწრაფო ზომები და ვულკანის ახლომდებარე ტერიტორიებიდან წინასწარ გახიზნა 18 ათასი ადამიანი. აკრძალეს ყოველგვარი ტრანსპორტის მოძრაობა.ვულკან „უსუს“ ბოლო ამოფრქვევა მოხდა 1878 წელს,მაშინაც ადამიანები გახიზნეს წინასწარ,ამიტომ დაიღუპა მხოლოდ 3 ადამიანი.
მოქმედი და დაძინებული ვულკანების რაოდენოდა უახლოეს გეოლოგიურ პერიოდში.
თოვლის ზვავი ეწოდება დახრილი ფერდობებიდან ჩამოცვენილ ან ჩამოცურებულ თოვლის მასას,რაც მეწყერის ანალოგიურია.ზვავის ვარდნას თან ახლავს ავავისწინა ჰაერის ტალღის წარმოშობა,რასაც მოაქვს უფრო მეტი ნგრევა და ზიანი. თოვლის ზვავი წარმოიქმნება თოვლის კრისტალებისა და ჰაერის შერევით.დიდი მასშტაბის ზვავი წარმოადგენს კატასტროფას,მას შეუძლია ასობით ადამიანის დაღუპვა.
მექანიკის თვალსაზრისით თოვლის ზვავი წარმოიშვება ისევე,როგორც მეწყერის გადაადგილება.თოვლის შეჭიდულობის ძალები გადალახავენ განსაზღვრულ ზღვარს და გრავიტაცია იწვევს თოვლის მასების გადაადგილებას მთის კალთაზე.თოვლი დაცემის შემდეგ იცვლის თვისებას,ესე იგი განიცდის მეტამორფოზს.თოვლის კრისტალები იზრდება,თოვლის მასის ფორები მცირდება.გარკვეულ სიღრმეზე თოვლის ზედაპირიდან კრისტალიზაციის შეცვლას შეუძლია გამოიწვიოს დაცურების ზედაპირის შექმნა,რომელზეც თოვლის ფენა ცურდება.ასეთ ადგილებში თოვლის ფენის დარღვევა გამოიწვევს თოვლის ზვავის წარმოშობას.
თოვლის ზვავი არის ორი სახის:მტვერისებური ზვავი და ფენოვანი. მტვერისებური ზვავი წარმოიქმნება თოვლის მტვერის უფორმო ნარევისგან.ფენოვანი ზვავი კი ისე,როგორც მეწყერები,მოწყვეტის ზონის გასწვრივ და დაცურდება ფენის სახით. ფენოვანი ზვავები უფრო ჩქარია. ისეთი ზვავის სიჩქარე,რომელშიც ბევრი ჰაერია,აღწევს 120-360 კმ/სთ-ში,ხოლო დამძიმებულის სიჩქარეა 50-70 კმ/სთ-ში. ფენოვანი ზვავის სიჩქარეა 25-36 კმ/სთ.
სიდიდის მიხედვით თოვლის ზვავები გამორჩეულია,როგორც დიდი,საშუალო და პატარა. დიდი ზვავები თავიანთ გზაზე ანადგურებენ ყველაფერს-სახლებს,ხეებს და ა.შ. საშუალო საშიშია მხოლოდ ადამიანებისთვის,ხოლო პატარა ზვავები პრაქტიკულად არ წარმოადგენენ საშიშროებას.
ველინგტონი
ამერიკის დასავლეთ ნაწილში 1860-1910 წლებში „ოქროს მოპოვების ციებ-ცხელების“ პერიოდში,არაერთხელ მოხდა,რომ ათობით ადამიანი.მაგალითად,1911 წელს ვაშინგტონის შტატშ ველინგტონშ თოვლის ზვავმა დამარხა 3 მატარებელი და დაიღუპა 120 ადამიანი.
უასკარინი(პერუ)
სამხრეთ ამერიკის ანდის მთებში სახელმწიფო პერუს ტერიტორიაზე მდებარეობს 6700 მეტრის სიმაღლის პიკი უასკარან.1962 წლის 10 იანვარს მთავარი მყინვარიდან მოწყდა ვეებერთელა ყინულის და თოვლის მასა,რომელიც შეადგენდა 3 მილიონ კუბურ მეტრს. მთელი ეს მასა ჩამოცურდა 1 კილომეტრ სიმაღლიდან. ამ უძლიერესი დარტყმის შედეგად წარმოიშვა ჰაერში ჩამოკიდებული ნაწილაკების მკვრივი ღრუბელი,რომელიც დიდი სიჩქარით და ენერგიით დაექანა მთის ქვედა ხეობაში. თავის გზაზე ამ მასამ ჩაითრია ქვების ლოდები,ქვიშა და თიხა. თოვლის ზვავი ამავე დროს გახდა მეწყერი.ამ მასის ჩამოცურების გზაზე 2700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა ქალაქი რანრაიკა და კიდევ 6 სოფელი.იმ მომენტში როცა ზვავმა მიაღწია ქალაქამდე მან გამოიარა 3500 მეტრი მანძილი და მისი მოცულობა გაიზარდა 13 მილიონ კუბურ მეტრამდე.მთლიანად განადგურდა ქალაქები,სოფლები, ხიდები,გზები,ხოლო იმ ადგილზე,სადაც ზვავმა შეწყვიტა დაცურება,დაგუბდა ადგილობრივი მდინარე და წარმოიქმნა ხელოვნური წყალსაცავი. ეს წყალსაცავი რამდენიმე ხნის შემდეგ გაარღვია მდინარემ და ახლა მოხდა დამანგრეველი წყალდიდობა,რომელმაც ქვედა ხეობაში დაანგრია ყველა ხიდი დ ადააზიანა გზები. ამ კატასტროფაში დაიღუპა 4 000 ადამიანი, 20 კილომეტრი მანძილი ზვავმა განვლო 7 წუთში,ასე რომ მისი სიჩქარე იყო 170 კმ/სთ.
ზვავები საქართველოში
საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია მაღალ მთებს,უღელტეხილებსა და დამრეც ფერდობებს. ამიტომ ზამთარში ხშირია თოვლის ზვავები. განსაკუთრებით ჯვრის,როკისა და სურამის გადასასვლელები.მართალია ამ გადასასვლელებზე აგებულია საავტომობილო გვირაბები,თოვლის ზვავის დამჭერი საყრდენი კედლები და სხვა ნაგებობები,მაგრამ მათი უკმარისობის გამო,დიდთოვლობის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა რამოდენიმე ხნით ჩერდება,სანამ გზები არ გაიწმინდება ჩამოქცეული ზვავებისგან.
მდინარე თერგის,არაგვისა და ძირულას ხეობებში ხშირია საავტომობილო კატასტროფები.მაგალითად 1999წლის ზამთარში ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან ვლადიკავკაზში მიმავალ ავტობუსს დაეცა ჩამოქცეული ზვავი,ავტობუსი გადავარდა მდინარე თერგში,რის შედეგადაც დაიღუპა 42 ადამიანი. 2000 წლის იანვარში კი როკის გვირაბის მხრიდან ცხინვალის მიმართულებით მიმავალი ავტობუსის წინ ჩამოიქცა თოვლის ზვავი. მძღოლმა გააჩერა ავტობუსი და წავიდა ტრაქტორის მოსაყვანად,მაგრამ უკან დაბრუნებულ მძღოლს ავტობუსი გზაზე აღარ დახვდა,რადგან ახალმა თოვლის ზვავმა დაარტყა გზაზე მდგარ ავტობუსს და გადაჩეხა კლდეში 80 მეტრ სიღრმეში,რის გამოც დაიღუპა 28 მგზავრი.
დიდი მსხვერპლის მომტანი ზვავები
1905 წელს ყარაყუმში უცბათ ჩამოწვა ჰასაბადის მყინვარი,რის შედეგადაც დაიღუპა 2500 ადამიანი,დაინგრა ათასობით სახლი და შენობა.
1906 წელს ალიასკის მთებიდან ჩამოწვა მყინვარი კარიჰეიტედი,დაიღუპა 3500 ადამიანი,დაინგრა 28000 სახლი.
თოვლის ზვავებისგან თავდაცვა
როგორც მეწყერებისგან,ასევე ზვავებისგან თავდაცვისათვის მთავარ როლს თამაშობს პრევენციული ზომები. ზვავსაშიში კალთების გამოცნობა არ არის ძნელი.მთვარი მნიშვნელობა ეძლევა წინა ზვავების შესწავლას,რადგან ისინი ჩამოიქცევიან ერთი და იმავე ტრასით.
ზვავის წინასწარი პროგნოზირებისთვის მნიშვნელობა აქვს ქარის მიმართულებასა და ნალექების რაოდენობას.როცა ნალექების რაოდენობა არის 25 მმ,მას შეიძლება მოჰყვეს ზვავი,ხოლო თუ თოვლი მოდის 55 მმ რაოდენობით,მაშინ ზვავის ჩამოქცევა სავსებით შესაძლებელია,მაგრამ თუ თოვლი მოვიდა 100 მმ რაოდენობით,მაშნ ზვავი აუცილებლად ჩამოიქცევა მოკლე ხანში.ზვავის მოსალოდნელობას ანგარიშობენ თოვლის საფარის გადნობის სიჩქარის მიხედვითაც.
ზვავებისგან თავდაცვა შეიძლება იყოს პასიური და აქტიური.პასიური დაცვის დროს თავს არიდებენ ზვავსაშიშ კალთებს ან აწყობენ ჯებირებს.აქტიური დაცვის შემთხვევაში აწარმოებენ ზვავსაშიშ კალთების დაბომბვას,რის გამოც ჩამოიქცევა მცირე მოცულობის ზვავები და წინააღმდეგობას უწევენ თოვლის კრიტიკული მასების დაგროვებას.
წყარო:https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/bunebrivi-katasteopebi-ge/zvavebi
წყარო:https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/bunebrivi-katasteopebi-ge/zvavebi
Subscribe to:
Posts (Atom)