ზვავი


თოვლის ზვავი ეწოდება დახრილი ფერდობებიდან ჩამოცვენილ ან ჩამოცურებულ თოვლის მასას,რაც მეწყერის ანალოგიურია.ზვავის ვარდნას თან ახლავს ავავისწინა ჰაერის ტალღის წარმოშობა,რასაც მოაქვს უფრო მეტი ნგრევა და ზიანი. თოვლის ზვავი წარმოიქმნება თოვლის კრისტალებისა და ჰაერის შერევით.დიდი მასშტაბის ზვავი წარმოადგენს კატასტროფას,მას შეუძლია ასობით ადამიანის დაღუპვა.
მექანიკის თვალსაზრისით თოვლის ზვავი წარმოიშვება ისევე,როგორც მეწყერის გადაადგილება.თოვლის შეჭიდულობის ძალები გადალახავენ განსაზღვრულ ზღვარს და გრავიტაცია იწვევს თოვლის მასების გადაადგილებას მთის კალთაზე.თოვლი დაცემის შემდეგ იცვლის თვისებას,ესე იგი განიცდის მეტამორფოზს.თოვლის კრისტალები იზრდება,თოვლის მასის ფორები მცირდება.გარკვეულ სიღრმეზე თოვლის ზედაპირიდან კრისტალიზაციის შეცვლას შეუძლია გამოიწვიოს დაცურების ზედაპირის შექმნა,რომელზეც თოვლის ფენა ცურდება.ასეთ ადგილებში თოვლის ფენის დარღვევა გამოიწვევს თოვლის ზვავის წარმოშობას.
თოვლის ზვავი არის ორი სახის:მტვერისებური ზვავი და ფენოვანი. მტვერისებური ზვავი წარმოიქმნება თოვლის მტვერის უფორმო ნარევისგან.ფენოვანი ზვავი კი ისე,როგორც მეწყერები,მოწყვეტის ზონის გასწვრივ და დაცურდება ფენის სახით. ფენოვანი ზვავები უფრო ჩქარია. ისეთი ზვავის სიჩქარე,რომელშიც ბევრი ჰაერია,აღწევს 120-360 კმ/სთ-ში,ხოლო დამძიმებულის სიჩქარეა 50-70 კმ/სთ-ში. ფენოვანი ზვავის სიჩქარეა 25-36 კმ/სთ.
სიდიდის მიხედვით თოვლის ზვავები გამორჩეულია,როგორც დიდი,საშუალო და პატარა. დიდი ზვავები თავიანთ გზაზე ანადგურებენ ყველაფერს-სახლებს,ხეებს და ა.შ. საშუალო საშიშია მხოლოდ ადამიანებისთვის,ხოლო პატარა ზვავები პრაქტიკულად არ წარმოადგენენ საშიშროებას.

                                                                                                 ველინგტონი

ამერიკის დასავლეთ ნაწილში 1860-1910 წლებში „ოქროს მოპოვების ციებ-ცხელების“ პერიოდში,არაერთხელ მოხდა,რომ ათობით ადამიანი.მაგალითად,1911 წელს ვაშინგტონის შტატშ ველინგტონშ თოვლის ზვავმა დამარხა 3 მატარებელი და დაიღუპა 120 ადამიანი.


                                                                                              უასკარინი(პერუ)

სამხრეთ ამერიკის ანდის მთებში სახელმწიფო პერუს ტერიტორიაზე მდებარეობს 6700 მეტრის სიმაღლის პიკი უასკარან.1962 წლის 10 იანვარს მთავარი მყინვარიდან მოწყდა ვეებერთელა ყინულის და თოვლის მასა,რომელიც შეადგენდა 3 მილიონ კუბურ მეტრს. მთელი ეს მასა ჩამოცურდა 1 კილომეტრ სიმაღლიდან. ამ უძლიერესი დარტყმის შედეგად წარმოიშვა ჰაერში ჩამოკიდებული ნაწილაკების მკვრივი ღრუბელი,რომელიც დიდი სიჩქარით და ენერგიით დაექანა მთის ქვედა ხეობაში. თავის გზაზე  ამ მასამ ჩაითრია ქვების ლოდები,ქვიშა და თიხა. თოვლის ზვავი ამავე დროს გახდა მეწყერი.ამ მასის ჩამოცურების გზაზე 2700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა ქალაქი რანრაიკა და კიდევ 6 სოფელი.იმ მომენტში როცა ზვავმა მიაღწია ქალაქამდე მან გამოიარა 3500 მეტრი მანძილი და მისი მოცულობა გაიზარდა 13 მილიონ კუბურ მეტრამდე.მთლიანად განადგურდა ქალაქები,სოფლები, ხიდები,გზები,ხოლო იმ ადგილზე,სადაც ზვავმა შეწყვიტა დაცურება,დაგუბდა ადგილობრივი მდინარე და წარმოიქმნა ხელოვნური წყალსაცავი. ეს წყალსაცავი რამდენიმე ხნის შემდეგ გაარღვია მდინარემ და ახლა მოხდა დამანგრეველი წყალდიდობა,რომელმაც ქვედა ხეობაში დაანგრია ყველა ხიდი დ ადააზიანა გზები. ამ კატასტროფაში დაიღუპა 4 000 ადამიანი, 20 კილომეტრი მანძილი ზვავმა განვლო 7 წუთში,ასე რომ მისი სიჩქარე იყო 170 კმ/სთ.
                                                                                         ზვავები საქართველოში

საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია მაღალ მთებს,უღელტეხილებსა და დამრეც ფერდობებს. ამიტომ ზამთარში ხშირია თოვლის ზვავები. განსაკუთრებით ჯვრის,როკისა და სურამის გადასასვლელები.მართალია ამ გადასასვლელებზე აგებულია საავტომობილო გვირაბები,თოვლის ზვავის დამჭერი საყრდენი კედლები და სხვა ნაგებობები,მაგრამ მათი უკმარისობის გამო,დიდთოვლობის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა რამოდენიმე ხნით ჩერდება,სანამ გზები არ გაიწმინდება ჩამოქცეული ზვავებისგან.
მდინარე თერგის,არაგვისა და ძირულას ხეობებში ხშირია საავტომობილო კატასტროფები.მაგალითად 1999წლის ზამთარში ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან ვლადიკავკაზში მიმავალ ავტობუსს დაეცა ჩამოქცეული ზვავი,ავტობუსი გადავარდა მდინარე თერგში,რის შედეგადაც დაიღუპა 42 ადამიანი. 2000 წლის იანვარში კი როკის გვირაბის მხრიდან ცხინვალის მიმართულებით მიმავალი ავტობუსის წინ ჩამოიქცა თოვლის ზვავი. მძღოლმა გააჩერა ავტობუსი და წავიდა ტრაქტორის მოსაყვანად,მაგრამ უკან დაბრუნებულ მძღოლს ავტობუსი გზაზე აღარ დახვდა,რადგან ახალმა თოვლის ზვავმა დაარტყა გზაზე მდგარ ავტობუსს და გადაჩეხა კლდეში 80 მეტრ სიღრმეში,რის გამოც დაიღუპა 28 მგზავრი.



                                                                                 დიდი მსხვერპლის მომტანი ზვავები

1905 წელს ყარაყუმში უცბათ ჩამოწვა ჰასაბადის მყინვარი,რის შედეგადაც დაიღუპა 2500 ადამიანი,დაინგრა ათასობით სახლი და შენობა.
1906 წელს ალიასკის მთებიდან ჩამოწვა მყინვარი კარიჰეიტედი,დაიღუპა 3500 ადამიანი,დაინგრა 28000 სახლი.


                                                                                     თოვლის ზვავებისგან თავდაცვა

როგორც მეწყერებისგან,ასევე ზვავებისგან თავდაცვისათვის მთავარ როლს თამაშობს პრევენციული ზომები. ზვავსაშიში კალთების გამოცნობა არ არის ძნელი.მთვარი მნიშვნელობა ეძლევა წინა ზვავების შესწავლას,რადგან ისინი ჩამოიქცევიან ერთი და იმავე ტრასით.
ზვავის წინასწარი პროგნოზირებისთვის მნიშვნელობა აქვს ქარის მიმართულებასა და ნალექების რაოდენობას.როცა ნალექების რაოდენობა არის 25 მმ,მას შეიძლება მოჰყვეს ზვავი,ხოლო თუ თოვლი მოდის 55 მმ რაოდენობით,მაშინ ზვავის ჩამოქცევა სავსებით შესაძლებელია,მაგრამ თუ თოვლი მოვიდა 100 მმ რაოდენობით,მაშნ ზვავი აუცილებლად ჩამოიქცევა მოკლე ხანში.ზვავის მოსალოდნელობას ანგარიშობენ თოვლის საფარის გადნობის სიჩქარის მიხედვითაც.
ზვავებისგან თავდაცვა შეიძლება იყოს პასიური და აქტიური.პასიური დაცვის დროს თავს არიდებენ ზვავსაშიშ კალთებს ან აწყობენ ჯებირებს.აქტიური დაცვის შემთხვევაში აწარმოებენ ზვავსაშიშ კალთების დაბომბვას,რის გამოც ჩამოიქცევა მცირე მოცულობის ზვავები და წინააღმდეგობას უწევენ თოვლის კრიტიკული მასების დაგროვებას.

წყარო:https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/bunebrivi-katasteopebi-ge/zvavebi

No comments:

Post a Comment