ცუნამი და მეგაცუნამი

2004 წლის 26 დე­კემ­ბე­რი. ინ­დო­ნე­ზი­ის კუნ­ძულ სუ­მატ­რა­დან ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 7 სა­ათ­ზე, 58 წუთ­სა და 53 წამ­ზე, მი­წის­ძვრამ ოკე­ა­ნის ფსკე­რი შე­ა­ზან­ზა­რა. რო­გორც გე­ო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, დე­და­მი­წის ქერ­ქში მოხ­და ტექ­ტო­ნუ­რი ფი­ლე­ბის ძვრა, რომ­ლის დრო­საც ტრი­ლი­ო­ნო­ბით ტო­ნა ნივ­თი­ე­რე­ბა გა­და­ად­გილ­და და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში წყალ­ქვეშ თით­ქმის 1600-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ნაპ­რა­ლი წარ­მო­იშ­ვა. ხა­ტოვ­ნად რომ ვთქვათ, მი­წა გას­კდა. ეს იყო 9-მაგ­ნი­ტუ­დი­ა­ნი მი­წის­ძვრა - ერთ-ერ­თი უძ­ლი­ე­რე­სი ბო­ლო 40 წლის მან­ძილ­ზე. მეც­ნი­ერ­თა შე­ფა­სე­ბით, ამ დროს გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდა 28 000 ხი­რო­სი­მას ატო­მუ­რი ბომ­ბის სი­დი­დის ენერ­გია. მი­წის­ძვრა იმ­დე­ნად მძლავ­რი იყო, რომ მან ეპი­ცენ­ტრი­დან 2000 კმ-ით და­შო­რე­ბულ ტა­ი­ლან­დის დე­და­ქა­ლაქ ბან­კოკ­ში შე­ნო­ბე­ბის კედ­ლე­ბი შე­არ­ყია. წყალ­ქვე­შა ბიძ­გმა წყლის უზარ­მა­ზა­რი მა­სა ზე­და­პი­რის­კენ დაძ­რა და წარ­მოშ­ვა ტალ­ღა, რო­მელ­მაც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იწ­ყო გავ­რცე­ლე­ბა, ზუს­ტად ისე, რო­გორც გუ­ბე­ში ქვის ჩაგ­დე­ბის დროს ხდე­ბა ხოლ­მე. ნა­პი­რე­ბი­დან შორს, ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­ზე, ეს ტალ­ღე­ბი თით­ქმის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი იყო - მა­თი სი­დი­დე ანუ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ­პლი­ტუ­და 30 სმ-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და. ამი­ტომ გე­მე­ბი მას ვერც კი გრძნობ­დნენ, მაგ­რამ რო­ცა ის უახ­ლოვ­დე­ბო­და ნა­პირს, სა­დაც ოკე­ა­ნის ზე­და­პი­რი და ფსკე­რი ერ­თმა­ნეთს უახ­ლოვ­დე­ბა, ტალ­ღის სი­დი­დე თან­და­თა­ნო­ბით მა­ტუ­ლობ­და და ნა­პირ­თან უკ­ვე რამ­დე­ნი­მე მეტრს აღ­წევ­და. გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი წყლის მა­სა თვით­მფრი­ნა­ვის სიჩ­ქა­რით - 800 კმ/სთ - უახ­ლოვ­დე­ბო­და ხმე­ლეთს... ეს იყო ცუ­ნა­მი. 8 სა­ათ­სა და 23 წუთ­ზე ცუ­ნა­მი, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ, კუნ­ძულ სუ­მატ­რას ნა­პირს მი­ად­გა. ეპი­ცენ­ტრთან უწ­ყი­ნა­რი ტალ­ღა უკ­ვე 9-მეტ­რი­ან გი­გან­ტად ქცე­უ­ლი­ყო, ხმე­ლე­თის სიღ­რმე­ში 4 კი­ლო­მეტ­რამ­დე შე­იჭ­რა და გზად ყვე­ლა­ფე­რი წა­ლე­კა. 9 სა­ათ­სა და 23 წუთ­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი წყლის მა­სა შრი ლან­კას სა­ნა­პი­რო სოფ­ლებს და­ატ­ყდა თავს, ათი წუ­თის შემ­დეგ - ტა­ი­ლან­დის ნა­პი­რებს. ტალ­ღის სი­მაღ­ლე 5-10 მეტ­რი იყო და 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უზარ­მა­ზა­რი ფარ­თო­ბი და­ფა­რა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ცუ­ნა­მიმ მო­იც­ვა ათ­ზე მე­ტი ქვეყ­ნის სა­ნა­პი­რო: ინ­დო­ნე­ზია, მა­ლა­ი­ზია, ინ­დო­ე­თი, შრი ლან­კა, მი­ან­მა­რი, ბან­გლა­დე­ში, ტა­ი­ლან­დი, სინ­გა­პუ­რი, მალ­დი­ვი, სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი, სო­მა­ლი და სხვე­ბი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ეპი­ცენ­ტრი­დან 4500 კმ-ით იყო და­შო­რე­ბუ­ლი. ცუ­ნა­მიმ შეც­ვა­ლა რე­ლი­ე­ფი, სა­ნა­პი­რო ზო­ლის მო­ხა­ზუ­ლო­ბა, ხო­ლო რამ­დე­ნი­მე კუნ­ძუ­ლი მთლი­ა­ნად შთან­თქა. ად­გი­ლის გე­ოგ­რა­ფია შე­იც­ვა­ლა. რა არის ცუ­ნა­მი? ცუ­ნა­მი არის ტალ­ღე­ბის ნა­კა­დი (უმე­ტეს­წი­ლად ოკე­ა­ნე­ებ­ში), რო­მელ­თაც წარ­მო­შობს წყალ­ქვე­შა მი­წის­ძვრა, ზვა­ვი ან ვულ­კა­ნუ­რი ამოფ­რქვე­ვა. ცუ­ნა­მი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ას­ტე­რო­ი­დის და­ცე­მა­მაც წყლის ზე­და­პირ­ზე. ტალ­ღის სიგ­რძე (ანუ მან­ძი­ლი ტალ­ღის ერ­თი წვე­რო­დან მე­ო­რემ­დე) ზოგ­ჯერ 100 კი­ლო­მეტრს აღ­წევს, სი­მაღ­ლე კი ნა­პი­რებ­თან, რო­გორც წე­სი, 3 მეტ­რამ­დეა. გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა 30 მეტ­რამ­დე გა­ი­ზარ­დოს. ამა­ვე დროს, ღრმა ოკე­ა­ნე­ში ცუ­ნა­მის ტალ­ღის სი­მაღ­ლე იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ მას მეზ­ღვა­უ­რე­ბი ვერ გრძნო­ბენ და ამ­დე­ნად, სა­ში­შიც არ არის. სა­ხი­ფა­თო ისი­ნი ხდე­ბა მხო­ლოდ ნა­პირ­თან. ცუ­ნა­მი ყვე­ლა­ზე ხში­რია წყნარ ოკე­ა­ნე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ია­პო­ნი­ის ნა­პი­რებ­თან. ში­და ზღვებ­ში ძალ­ზე იშ­ვი­ა­თია. შავ ზღვა­ზე ეს მოვ­ლე­ნა შემ­ჩნე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. ცუ­ნა­მის არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო მი­მოქ­ცე­ვით ტალ­ღებ­თან. ცუ­ნა­მი ის­ტო­რი­ულ და პრე­ის­ტო­რი­ულ ხა­ნა­ში და­მან­გრე­ვე­ლი ცუ­ნა­მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი შე­მო­ნა­ხუ­ლია ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში. დი­დი მსხვერ­პლი და ნგრე­ვა მოჰ­ყვა მი­წის­ძვრის­შემ­დგომ ცუ­ნა­მის სხვა­დას­ხვა დროს ჩი­ნეთ­ში, ია­პო­ნი­ა­ში, ჩი­ლე­ში, ალას­კა­ზე. 1886 წლის ვულ­კან კრა­კა­ტო­ას მი­ერ გა­მოწ­ვე­ულ­მა ტალ­ღებ­მა კუნ­ძულ ჯა­ვას გა­და­უ­ა­რეს. ცუ­ნა­მი შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში. ის მოჰ­ყვა 1775 წელს მომ­ხდარ ცნო­ბილ ლი­სა­ბო­ნის მი­წის­ძვრას, რო­მელ­მაც, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცოც­ხლეს­თან, შე­ნო­ბებ­თან და მა­ტე­რი­ა­ლურ სიმ­დიდ­რეს­თან ერ­თად, პორ­ტუ­გა­ლი­ის, რო­გორც ერთ-ერ­თი უმ­დიდ­რე­სი სა­ვაჭ­რო ქვეყ­ნის, დი­დე­ბაც შე­ი­წი­რა. ამ კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ პორ­ტუ­გა­ლი­ამ და­კარ­გა ერთ-ერ­თი წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს რო­ლი ევ­რო­პა­ში და მას მე­რე ვე­ღარც აღიდ­გი­ნა. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში გე­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მი­ნიშ­ნე­ბე­ბი პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ხა­ნის ცუ­ნა­მი­ზე, ე.წ. მე­გა­ცუ­ნა­მი­ზე, რო­მელ­მაც მთე­ლი დე­და­მი­წა მო­იც­ვა. აფ­რი­კის სამ­ხრეთ და ავ­სტრა­ლი­ის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ქა­ნებ­ში, რო­მელ­თა ასა­კი იყო 3.5 მი­ლი­არ­დი წე­ლი, მათ ნა­ხეს არა­მი­წი­ე­რი წარ­მო­შო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ას­ტე­რო­ი­დის ნარ­ჩე­ნი. ამან აფიქ­რე­ბი­ნა მეც­ნი­ე­რებს, რომ დე­და­მი­წას, რო­მე­ლიც იმ დროს „მხო­ლოდ” მი­ლი­არ­დი წლის იყო, და­ე­ჯა­ხა ას­ტე­რო­ი­დი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბის ცუ­ნა­მი. გი­გან­ტურ­მა ტალ­ღებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­უ­ა­რეს დე­და­მი­წის ზე­და­პირს. წყალ­მა შთან­თქა ყვე­ლა­ფე­რი, მთე­ბის გარ­და, მათ შო­რის, ცოც­ხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. კონ­ტი­ნენ­ტე­ბის ფორ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვა­ლა. ცუ­ნა­მი და ადა­მი­ა­ნი ცუ­ნა­მის სიმ­ძლავ­რე და­მო­კი­დე­ბუ­ლია მი­წის­ძვრის სი­დი­დე­ზე, ეპი­ცენ­ტრთან სი­ახ­ლო­ვე­სა და რე­ლი­ეფ­ზე. ამი­ტომ ყო­ვე­ლი ასე­თი მოვ­ლე­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ცუ­ნა­მის უმ­რავ­ლე­სო­ბა საფ­რთხეს არ წარ­მო­ად­გენს და შე­იძ­ლე­ბა ვერც კი შე­ამ­ჩნი­ოს ადა­მი­ან­მა. ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე, ეკ­ვა­ტორ­თან ახ­ლოს, ტრო­პი­კულ ზო­ნა­ში, ზამ­თა­რი არ არის, დე­კემ­ბერ­შიც ცხე­ლა: ტემ­პე­რა­ტუ­რა +30°-მდე ადის. ამი­ტომ სით­ბო­სა და მზეს მოწ­ყუ­რე­ბუ­ლი ევ­რო­პე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ხში­რად ჩა­დი­ან იქ და­სას­ვე­ნებ­ლად ზამ­თრის თვე­ებ­ში. 2004 წელ­საც უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი ჩა­ვი­და იქ შო­ბის შე­სახ­ვედ­რად. დღე­სას­წა­უ­ლი ტრა­გე­დი­ად იქ­ცა. სტი­ქი­ის ასეთ მძლავრ გა­მოვ­ლი­ნე­ბას არა­ვინ ელო­და, მათ შო­რის, არც ისი­ნი, ვი­საც მი­წის­ძვრა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და ცუ­ნა­მის გა­მაფ­რთხი­ლე­ბე­ლი გან­გა­შის სიგ­ნა­ლე­ბის ამუ­შა­ვე­ბა ევა­ლე­ბო­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, ამ კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად, 283 000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ეს იყო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ცუ­ნა­მი. მსხვერ­პლი ბევ­რად ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და, ადა­მი­ა­ნე­ბი დრო­ზე რომ გა­ეფ­რთხი­ლე­ბი­ნათ მი­წის­ძვრის შე­სა­ხებ და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ცოდ­ნა ჰქო­ნო­დათ, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ ასეთ დროს. ცუ­ნა­მის დროს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­ნა­პი­რო­ზე წყლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი, სწრა­ფი და დი­დი მან­ძი­ლით უკან და­ხე­ვა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მოს­დევს კო­ლო­სა­ლუ­რი ტალ­ღის მოზ­ღვა­ვე­ბა. ეს რამ­დე­ნი­მე წუ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, რომ ადა­მი­ან­მა თა­ვი გა­და­ირ­ჩი­ნოს. ტრა­გე­დი­ის ერ­თი თვით­მხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც სას­ტუმ­როს მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან ადევ­ნებ­და თვალს სუ­რათს, ყვე­ბო­და, რო­გორ და­ი­ხია უეც­რად წყალ­მა უკან და მო­ა­შიშ­ვლა ფსკე­რის დი­დი ნა­წი­ლი. ქვი­შა­ზე გა­მოჩ­ნდა თევ­ზე­ბი და ნი­ჟა­რე­ბი. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნებ­მა, იმის ნაც­ვლად, რომ გაქ­ცე­ვით ეშ­ვე­ლათ თა­ვის­თვის, და­იწ­ყეს ზღვის „ნო­ბა­თის” კრე­ფა, იღებ­დნენ სუ­რა­თებს და სულ უფ­რო უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ ოკე­ა­ნეს. ამ დროს, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მათ თავ­ზე აღი­მარ­თა წყლის უზარ­მა­ზა­რი კე­დე­ლი და დი­დი სიჩ­ქა­რით წა­მო­ვი­და მათ­კენ. თით­ქმის ვე­რა­ვინ ვერ გა­მო­ას­წრო... მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი კი მა­შინ­ვე მიხ­ვდნენ, თუ რას ნიშ­ნავ­და ოკე­ა­ნის უკან და­ხე­ვა - ცუ­ნა­მის ერ­თგვა­რი გაფ­რთხი­ლე­ბა. ამ დროს ის­მის ხოლ­მე სპე­ცი­ფი­კუ­რი ხმა, თით­ქოს გი­გან­ტუ­რი სას­რუ­ტი წყალს ის­რუ­ტავ­დეს. მათ სას­წრა­ფოდ მი­ა­შუ­რეს ამაღ­ლე­ბულ ად­გი­ლებს და ცდი­ლობ­დნენ, სხვე­ბიც გა­ეფ­რთხი­ლე­ბი­ნათ. ერთ-ერ­თი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თი წერ­და, რომ ტა­ი­ლან­დში მყოფ­მა ინ­გლი­სელ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნამ, რო­ცა და­ი­ნა­ხა ოკე­ა­ნის უკან და­ხე­ვა, გა­ახ­სენ­და გე­ოგ­რა­ფი­ის გაკ­ვე­თილ­ზე ნას­წავ­ლი, თუ რას ნიშ­ნავ­და ეს და ამით თა­ვი­სი ოჯა­ხი და­ღუპ­ვას გა­და­არ­ჩი­ნა. ჩვენ­თან ბო­ლო წლებ­ში ინ­დო­ე­თი­სა და წყნა­რი ოკე­ა­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი გახ­და. ამი­ტომ ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქარ­თველ­მა ტუ­რის­ტებ­მაც იცოდ­ნენ, თუ რო­გორ უნ­და მო­იქ­ცნენ ცუ­ნა­მის საფ­რთხის შემ­თხვე­ვა­ში.




წყარო:http://www.tabula.ge/article-1948.html

No comments:

Post a Comment