ბუნებრივი მოვლენა ზოგჯერ კატასტროფული ხასიათის პროცესად გადაიქცევა. მაგალითად,დიდი რაოდენობით ნალექმა შესაძლებელია წყალდიდობა გამოიწვიოს,უეცარმა დათბობამ ზვავების გააქტიურება,წნევის რყევამ -დამანგრეველი სიძლიერის ქარი და ა.შ ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა და პროცესი გეოგრაფიულ სივრცეში ვითარდება. ამიტომ კატასტროფული ხასიათის ბუნებრივი მოვლენების გეოგრაფიული თავისებურების შესწავლასა და პროგნოზირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ბუნებრივი მოვლენებიდან და პროცესებიდან კატასტროფულია მიწისძვრა,ვულკანის ამოფრქვევა, მეწყერი,ზვავი,ტაიფუნი,წყალდიდობა და სხვ.თითოეული მათგანი სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებში ვითარდება და სხვადასხგვარი საშიშროებით ხასიათდება. მათ ერთი რამ აერთიანებს -ისინი განსაკუთებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის
დედამიწაზე სტიქიურ მოვლენებს ბუნებრივიკატასტროფების სახით ადგილი აქვს როგორც ხმელეთზე,ასევე წყალქვეშ. ყველაზე დამანგრეველი სტიქიურიმოვლენებია მიწისძვრები, ვულკანიზმი, წყალდიდობა,გრიგალისებური ქარები, ციკლონური ქარიშხლები, ტაიფუნი,თოვლის ზვავები.
ბუნებრივი მოვლენებიდან და პროცესებიდან კატასტროფულია მიწისძვრა,ვულკანის ამოფრქვევა, მეწყერი,ზვავი,ტაიფუნი,წყალდიდობა და სხვ.თითოეული მათგანი სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებში ვითარდება და სხვადასხგვარი საშიშროებით ხასიათდება. მათ ერთი რამ აერთიანებს -ისინი განსაკუთებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის
დედამიწაზე სტიქიურ მოვლენებს ბუნებრივიკატასტროფების სახით ადგილი აქვს როგორც ხმელეთზე,ასევე წყალქვეშ. ყველაზე დამანგრეველი სტიქიურიმოვლენებია მიწისძვრები, ვულკანიზმი, წყალდიდობა,გრიგალისებური ქარები, ციკლონური ქარიშხლები, ტაიფუნი,თოვლის ზვავები.
მათი მასშტაბები თანდათან მატულობს, რაც დაკავშირებულიაახლი ტერიტორიების ათვისებასთან: ვჩეხავთ ტყეებს,ვაბინძურებთ წყალსაცავებს, მდინარეებზე ვაგებთ კაშხლებსდა ა. შ. სტიქიური მოვლენების შესახებ ცნობებს უძველესიმატიანეები გვაწვდიან:
”საბავშვო ენციკლოპედია” თბილისი. 1963 წელი: ”1788 წლის 13ივლისს 70 კმ/სთ სიჩქარის სეტყვის ტალღამ, სამხრეთდასავლეთიდან ჩრთილოეთისკენ მთელ საფრანგეთზეგადაიარა. სეტყვის ზოლის სიგანე ზოგგან 26 კილომეტრსაღწევდა, სეტყვის ერთი მარცვლის წონა კი, 250 გრამსუდრიდა.
გზებზე და ღრმულებზე რამდენიმე სანტიმეტრის სისქისყინული დაგროვდა, ხეები გაშიშვლდა, ნათესები განადგურდა,წვრილფეხა საქონელი გაწყდა, მსხვილფეხა პირუტყვიდაზიანდა, ტყეებში კი ფრინველები დიდი ხნით გაქრნენ.
ამაზე ძ;ლიერი სეტყვა მოვიდა რუსეთში 1843 წლის 27 მაისს.სეტყვის მარცვლის წონა ზოგგან 300 გრამს აღწევდა. 1904 წლის29 ივნისს მოსკოვის აღმოსავლეთ რაიონში მოვიდა სეტყვა 400გრამიანი მარცვლებით. სეტყვა ვერტიკალურად და ისეთიძალით ეცემოდა, რომ სათბურებისა და ორანჟერიების მინებინატყვიარს ჰგავდა.
ნიადაგში 6 სანტიმეტრიან ღრმულებს აჩენდა. ძლიერი სეტყვამოვიდა ინდოეთში 1929 წლის 11 მაისს. ზოგიერთი მარცვლისდიამეტრი 13 სანტიმეტრს აღწევდა და 1 კილოგრამს იწონიდა”.
ამავე წიგნში არის ცნობები სხვა სტიქიური მოვლენებისშესახებაც. ასე, მაგალითად: ” 1950 წლის ივლისშისაფრანგეთში საშინელი გრიგალი მძვინვარებდა. მის მიერმიყენებული ზიანი ნამდვილ კატასტროფად იქცა. ქვეყნისბევრ რაიონში ყურძნის, ხორბლისა და კარტოფილის მოსავალიმთლიანად განადგურდა.
1837 წელს კარიბის ზღვაში, ვირჯინიის კუნძულებზე გრიგალმადაანგრია სიმაგრე, რომელიც ნავსადგურის მისადგომებსიცავდა, გიგანტურმა ტალღებმა ნაპირზე უზარმაზარი ლოდებიგამორიყა, ხოლო დიდი გემი ოკენანის დონიდან 3 მეტრზეაზიდულ კლდეებზე შეაგდო.
1949 წელს იაპონიის სანაპიროზე მძლავრმა ტაიფუნმაგადაიარა. 1’300 პატარა თევზმჭერი გემი ზღვაში დაიღუპა,ათასობით მეთევზე კი უკვალოდ გაქრა”.
აქვე ვკითხულობთ ცნობებს უდაბნოს ციკლონურ ქარიშხალზე: ” 1901 წლის მარტში საჰარის ქარიშხალმა ხმელთაშუა ზღვისსანაპიროზე მტვრით დაფარა ქალაქი ტუნისი. ქალაქში დღისსაათებში უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა.
მეორე დღეს ციკლონმა მტვერი გადაიტანა იტალიაში,უნგრეთში, გერმანიასა და დანიაში, ხოლო რამდენიმე ხნისშემდეგ მოწითალო ფერის მტვერი რუსეთშიც გაჩნდა. ამმტვრის გამოჩენა ურალშიც კი აღინიშნა”.
ტროპიკულ გრიგალს თან ახლავს ცუნამზე არანაკლებდამანგრეველი ძალის ტალღები. 1737 წლის ოქტომბერშიბენგალის ყურეში მდინარე ჰუგლის ნაპირს თავს დაატყდაქარიშხლისაგან გამოწვეული ტალღა, რის შედეგადაც 3’000ადამიანი დაიღუპა. უფრო მეტი ზარალი გრიგალმა 1864 წელსმიაყენა მოსახლეობას, - მოვარდნილმა ტალღამ 50’000 კაციშთანთქა”.
ალბათ ყველას გვახსოვს 2005 წელს, სამხრეთ აღმოსავლეთაზიაში, ზღვის ფსკერის ქვეშ მიწისძვრის შედეგადწარმოქმნილმა ცუნამმა რამხელა კატასტროფა გამოიწვია.
უდიდესი ზარალი მიაყენა კუნძულოვან ქვეყნებს:ინდონეზიას, შრი-ლანკას, ტაილანდს, მალდივის კუნძულებს.ასევე ინდოეთს, მალაიზიას, მიანმას, სომალის, კენიას.სავარაუდოდ 150’000 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასიუგზო-უკვლოდ დაიკარგა, მილიონობით კი უსახლკაროდდარჩა.
უბედურების ზონაში ამ დროს უამრავი ტურისტი იყო, მათშორის მსოფლიოში ცნობილი სახეებიც. მაგალითად გერმანიისყოფილი კანცლერი ჰელმუთ კოლი, რომელიც უვნებლადგადარჩა, მაგრამ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და რეჟისორირიჩარდ ანტერბორო მძიმედ დაშავდა, მისი სიძე დაქალიშვილი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.
ამ კუნძულებზე თაფლობის თვეს ატარებდა, ავსტრალიისყველაზე ცნობილი რაგბისტი ტროი ბორდბორჯი. ისიც და მისიმეუღლეც დაიკარგნენ.
გიგანტურმა ზვირთებმა შრი-ლანკას სანაპიროზე რამდენიმეკილომეტრის სიღრმეში ყველაფერი წალეკა. ამ ზონაშიმდებარე უნიკალურ ბუნებრივ ნაკრძალში ასობით სპილო დალეოპარდი ბინადრობდა. სტიქიას ყველა ცხოველი გადაურჩა.ჩანს ცხოველებმა იგრძნეს საფრთხე და თავს უშველეს.
ერთ-ერთი კუნძული, რომელზეც უბედურებამდე 3’500 კაციცხოვრობდა, უკაცრიელად აღიარეს. უცნობია ასევეანადამანისა და ნიკობარის კუნძულებზე მცხოვრებპრიმიტიულ ტომთა ბედი.
მათ შორის არიან ეგრეთ წოდებული ნიგრიტოს ტომისადამიანები (მათი სიმაღლე 150 სანტიმეტრია), რომლებიცპლანეტის უძველეს მკიდრებად ითვლებიან. სავარაუდოდ ესტომი სტიქიამ შეიწირა.
”9 ბალიანზე მეტი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა შეარყიადედამიწის ღერძი, შეცვალა აზიის რუკა და სუმატრას რაიონშიკუნძულების ნაწილი გადააადგილა” - წერდა ამ უბედურებისშესახებ ფრანგული გაზეთი ”მონდი”.
”წყალში თითქმის ჩაიძირა შუქურა ინდირა პოინტი, რომელიცინდოეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და კუნძულსუმატრადან 140 კილომეტრითაა დაშორებული. ოკეანისზედაპირზე მხოლოდ ნაგებობის წვერო მოჩანს” - გვაწვდიდაცნობას ამ სტიქიის შესახებ ინდოეთის გაზეთი ”ტელეგრაფი”.
ბუნებრივი სტიქიური მოვლენებიდან ერთ-ერთი ყველაზესაშინელი და დამანგრეველი ალბათ მიწისძვრაა, რომლისპროგნოზირება მეცნიერებს დღემდე არ შეუძლიათ.
პირველი ისტორიული ცნობები დედამიწაზე მიწისძვრებისშესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2’500 წლით არისდათარიღებული. ამ წელს ეგვიპტეში მოხდა დამანგრეველიმიწისძვრა.
1960 წლის 22 მაისს სამხრეთ ჩილეში, მსოფლიო ისტორიაშიერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.ეპიცენტრში სიმძლავრე 9,5 ბალს აღწევდა. დაიღუპა 2’000 დადაშავდა 3’000 ადამიანი. 2,5 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა.ქვეყანამ 550 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.
ამ მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამი თავს დაატყდაჰავაის სანაპიროს და 61 ადამიანი იმსხვერპლა. ამავემიწისძვრით გამოწვეულმა უზარმაზარმა ზღვის ტალღებმაიაპონიამდე მიაღწია, სადაც 138 ადამიანი დაიღუპა. ასევედაზარალდა ფილიპინები.
მიწისძვრის სიძლიერის მეცნიერული გაზომვა 19-ე საუკუნისბოლოს დაიწყეს. მანმადე მომხდარი მიწისძვრების შესახებ კი,მხვერპლთა რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
1556 წელი. ჩინეთი, ქალაქი შანსი - დაიღუპა 830’000 ადამიანი.
1737 წელი. ინდოეთი, ქალაქი კალკუტა - დაიღუპა 300’000ადამიანი.
1976 წელი. ჩინეთი, ტიანშანი - დაიღუპა 225’000 ადამიანი.
1138 წელი. სირია, ქალაქი ალეპო - დაიღუიპა 230’000 ადამიანი.
კავკასიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1667 წელსმოხდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალაქშემახაში, სადაც 80’000 ადამიანი დაიღუპა. აქვე არ შეიძლებაარ ავღნიშნოთ 1988 წლის სომხეთის (სპიტაკი) მიწისძვრა სადაც25’000 ადამიანი დაიღუპა.
აქტიური მიწისძვრების ზონიაშია საქართველოც. ყველაზეძლიერი მიწისძვრა 1991 წლის 29 აპრილს მოხდა, რომლისეპიცენტრი მდებარეობდა საჩხერესთან. მისი სიმძლავრე 9ბალი იყო. საჩხერის, ონისა და ამბროლაურის რაიონებისმნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა. დაზარალდა ზემოიმერეთისა და რაჭის სოფლები.
1995 წლის 28 მაისს კუნძულ სახალინის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარმა ცხრა ბალიანმა მიწისძვრამ დაანგრია მისი ეპიცენტრის სიახლოვეს მდებარე მენაავთობეთა პატარა ქალაქი ნეფრეგორსკი.ტრაგედიის მიზეზი იყო სეისმოლოგების შეცდომა, რომლებმაც შენობების მედეგობა(გამძლეობა) სწორად ვერ გათვალეს,ასევე -უხარისხო მშენებლობა. კატასტროფა იმსხვერპლა 2000 ადამიანი,ზარალმა ტრილიონობით რუსული რუბლი შეადგინა ,ხოლო ქალაქმა პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.
1988 წ. სპიტაკის (სომხეთის) მიწისძვრა თავისი დამანგრეველი მასშტაბებით XX საუკუნის უდიდესი სტიქიური უბედურება იყო სამხრეთ კავკასიაში: ათეულობით დანგრეული დასახლება ,ათი ათასობით ადამიანის მსხვერპლი, დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა ,11მლრდ აშშ დოლარად შეფასებული ზარალი.
წყალდიდობისგან თავის დაცვა ადამიანმა უხსოვარი დროიდან ისწავლა. ამაში ბადალი არა ჰყავთ ჰოლანდიელებს, რომლებმაც არა მარტო ზღვის წყლის შემოტევისაგან დაიცვეს თავი ,არამედ ზღვას მიწა წაართვეს.
ორიოდე კვირის წინ, მასშტაბური წყალდიდობებისა დამეწყერის შემდეგ, სტიქიური მოვლენები კვლავ განმეორდა დაამჯერად მდინარეების ადიდებამ სამეგრელოსთან
ერთად კახეთიც აზარალა. კახეთს წვიმებთან ერთად თავსქარიშხალიც დაატყდა. შესაბამისად, მოიმატა სტიქიისპირველი შემოტევით მოსახლეობისთვის მიყენებულიზარალის მოცულობამაც, მაგრამ მთავრობა ზარალისასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხის გაზრდას არაპირებს. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რა ზიანიმიაყენა სამეგრელოსა და კახეთს გადაუღებელმა წვიმებმა,მდინარეების ადიდებამ და ქარიშხალმა.
სამეგრელო ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ, პირველიწყალდიდობისას, სერიოზულად დაზარალდა. მხოლოდმარტვილის რაიონში სტიქიით გამოწვეული ზარალიდაახლოებით მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. ახლა ამასდაემატა ისიც, რომ ბოლო დღეების მანძილზე ადიდდამდინარე ცხენისწყალი, რომელმაც ჯებირის გარღვევისშემდეგ დაახლოებით 1000 ჰექტარი სახნავ-სათესი დასაძოვარი ფართობი დატბორა
No comments:
Post a Comment